30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

შუბით დამასოს გაუნგრია რვალის საღაწვე,

სპილენძმა დარტყმას ვერ გაუძლო, ოროლის წვერმა

185 ძვალი გააპო, ჩაეჭედა თავისქალაში,

სისხლში არია ტვინი. გზნება დაუცხრო მომხვდურს.

მზე დაუბნელა პილონოსს და ორმენოსს ბოლოს.

ანტიმაქოსის ძე განგმირა მძლე ლეონტევსმა -

ჰიპომაქოსი. შიგ სარტყელში გაურჭო შუბი.

190 იძრო მახვილი ქარქაშიდან, ბრბოს გაერია,

პირველი დასცა ანტიფატე, აძგერა ხმალი

და სულთმობრძავი დაენარცხა მიწას პირაღმა.

იამენოსი, მენონი და ბოლოს ორესტე

ერთი-მეორის მიყოლებით ძირს დაანარცხა.

195 იმ დროს, როს აბჯარს მოლაპლაპეს ხდიდნენ დაცემულს,

პულიდამანტს და ჰექტორს მოჰყვა ჭაბუკთა რაზმი

სიმრავლით, სიმხნით, სიმამაცით გულმიცემული

ციხე-გალავნის დასანგრევად, გემთ დასაწველად.

მაგრამ სანგართან მამაცთა სპა შედგა ყოყმანით:

200 გულაგზნებულებს სასწაულად გამოეცადა

მაღლით არწივი, ჩაუქროლა მარცხნიდან ლაშქარს.

ბრჭყალებში ჰყავდა სისხლიანი ვეება გველი,

ჯერაც ცოცხალი. იბრძოდა და იკლაკნებოდა.

გადაიზნიქა, მიმტაცებელს კისერთან ახლოს

205 მკერდზე უკბინა, და ტკივილით გამწარებულმა

არწივმა გველი ჩამოაგდო მხედრობის შუა.

თვით კი ყივილით გააყოლა ქარ-ნიავს ფრთები.

ძრწოლა მოჰგვარა ტროელთ ჭრელი გველის დანახვამ,

მათს წინ მიწაზე განრთხმულიყო ღვთის სასწაული.

210 პულიდამანტმა ასე უთხრა გუმტკიცე ჰექტორს:

”ჰექტორ, ყოველთვის რად მაყვედრი, როცა ბჭობისას

სამართლიანად ვიტყვი ხოლმე ხამს მოქალაქემ

ჭეშმარიტება არ უარყოს გინდა საბჭოზე,

გინდა ბრძოლაში, არამედ შენს ნებას იცავდეს.

215 მე მოგახსენებთ, რაც მგონია დღეს სასიკეთო:

ნუღარ შევუტევთ დანაელებს ნავ-ხომალდებთან.

ჩვენ აგვიხდება სასწაული, თუ ბრძოლის მსურველ

ტროელებს მართლაც სასწაულად მოვლინებია

მაღლით არწივი, მარცხნისაკენ გამოქროლილი.

220 ცოცხალი გველი სისხლიანი ეჭირა ჭანგით,

მაგრამ გაუშვა, სანამ ბუდეს მიადგებოდა

და ვერ მოასწრო მართვეთათვის მირთმევა მისი.

ჩვენც, თუმც აქაველთ კარიბჭეს და მაღალ გალავანს

ძალით დავლეწავთ, დაგვითმობენ გზას აქველნი,

225 მაგრამ უკანვე იმავე გზით ვერ დავბრუნდებით,

205

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!