30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ისევ აქ დგანან დარანდული მძიმე გემები,

თუ აქაველნი, ჩვენი ძალით ღონემიცლილნი,

ერთმანეთს ურჩევთ უკულტოლვას და აღარ გნებავთ

შრომით მაშვრალი გუშაგები გყავდეთ ამაღამ”.

400 ღიმილით უთხრა ოდისევსმა ჭკუაულევმა:

”ო, საჩუქარი შენს სულს დიდი მოსურვებია -

პელიდის ცხენნი! სასტიკია მისი ცხენები -

კაცი არ არის, არ უჭირდეს მართვა იმათი,

გარდა დიადი აქილევსის, ქალღმერთის ძისა!

405 ესეც მითხარი, ოღონდ იყოს მხოლოდ სიმართლე:

როს მოდიოდი, სად დატოვე გმირი ჰექტორი

სადაა მისი საჭურველი, მარდი ცხნები

სად დგას ტროელთ სპა, სად - ბანაკი, სად - გუშაგები

რა აზრს დაადგნენ - მტკიცედ თუ აქვთ გადაწყვეტილი,

410 აქვე დარცნენ ქალაქგარეთ, თუ სურთ, ხომალდებს

მოსცილდნენ, თითქოს უკვე დასცეს აქაველები”

ოდისევსს უთხრა ევმედეს ძემ დოლონმა ისევ:

”გმირო, სიმართლეს მოგახსენებ.

როცა წამოვედ,

ჰექტორი დარჩა მოთათბირე თემისთავებთან,

415 მყუდრო ადგილას, სად საფლავი არის ილოსის.

გუშაგებზედაც მკითხე, ბევრი არაფერია,

რომ შეძლონ დაცვა ბანაკისა ან ფხიზლად ყოფნა.

სადაც კოცონი ღვივის, მხოლოდ იქ დგას გუშაგი,

გუშაგი გუშაგს სიფხიზლეს სთხოვს.

ამ დროს შორქვეყნელთ,

420 ტროელთ ქომაგებს არხეინად სძინავთ და ღამით

ბანაკის დაცვას მარტო ტროელ მოყმეთ ანდობენ,

თვით დედაწული ახლო-მახლო რაკი არ ახლავთ”.

კვლავ ჩაეკითხა დოლონს მაშინ გმირი ოდისევს:

”როგორ, ტროელებს შეერივნენ მოკავშირენი,

425 თუ ცალკე სძინავთ მსურს ვიცოდე, აბა, მითხარი!”

ოდისევსს უთხრა ევმედეს ძემ დოლონმა ისევ:

”გეტყვი ყველაფერს და მოგითხრობ სიმართლეს მხოლოდ.

ზღვასთნ კარიელთ და მშვილდოსან პეონთ რაზმია,

აიქ ლელეგთა, კავკონთა და ღვთიურ პელაზგთა;

430 თიმბრესთან დგანან ლიკიელნი და მისიელნი,

მეონიელთა მხედრობა და სპა ფრიგიელთა. . .

მაგრამ რად გინდათ, რატომ მკითხავთ წვრილად ყველაფერს

თუ ორივეს გსურთ შეაღწიოთ ტროელთ ბანაკში,

აგერ კიდეზე ახალმოსულ თრაკიელთ ნახავთ.

176

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!