30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ნებას დამყევით, თქვენ ხომ ჩემზე უმრწემესნი ხართ!

260 ბევრი მიხილავს მამაცი და სვიანი გმირი

და ხშირად ტკიბილი საუბარიც მქონია მათთან.

მაგრამ ვერც ვნახავ, არც მინახავს ვინმე სადარი

პერითოესი, გინდ დრიანტის ხალხის ბელადის,

ექსადიესი, კაინევსის, პოლიფემისა,

265 ეგეოსის ძის თესავესისა, უკვდავთა სწორის!. .

აი, ვინ იყო მოკვდავთაგან დიდების ღირსი!

თვით უძლეველნი უძლიერესთ ძლევდნენ სპილენძით,

ტოლს არ უდებდნენ მთი ურჩხულებს და ამარცხებდნენ.

მათ ვმეგობრობდი, როს განვშორდი პილოსის მხარეს,

270 აპიეს მიწას შორეულსა. თვითონ მიმიხმეს.

რაც ძალა მქონდა, მეც ბრძოლაში მხარს ვუმაგრებდი.

ვინ შეედღება დღეს იმ გმირებს ძალგულოვნებით,

ვინ გაუბედავს შერკინებას მაგრამ ჩემს რჩევას

ყურად იღებდნენ, არც თქვენ გაწყენთ ნათათბირევი.

275 შენ, აგამენონ, რაც არ უნდა ძლიერი იყო,

აქაველთ ჯილდოს - ლამაზ ასულს ნუ სტაცებ პელიდს.

და შენც აქილევსს, მოერიდე მასთან ქიშპობას!

არ ღირსებია ესოდენი დიდება არც ერთს

მეფეს სკიპტროსანს, ზევსის მიერ აღზევებულსა.

280 შენ განთქმული ხარ სიმამაცით, გშობა ქალღმერთმა,

მაგრამ ის შენზე ძლიერია: უთვალავ ხალხს ფლობს.

გული იყუჩე, აგამენონ, მე გთხოვ, მხცოვანი,

დაიცხრე რისხვა აქილევსზე, ყველა აქაველს

აღემატება, უძლეველი ბურჯი ბრძოლისა!”

285 უმალ მიუგო მამაცთ მეფემ აგამენონმა:

”სამართლიანად, გონივრულად ბრძენებ, მოხუცო!

მაგრამ ამ კაცმა აღზევება მოიწადინა,

სურს მბრძანებელად მოევლინოს ლაშქარში ყველას,

მე კი ფიქრადაც მორჩილება არ გამივლია!

290 განა მამაცად რომ უშვიათ უკვდავ ღვთაებებს,

იმიტომ აძლევს თავს უფლებას პირში მაგინოს

სიტყვა მრისხანედ ჩამოართვა გმირმა ფეხმარდმა:

”მხდალად მიხმობენ და ლაჩარი ვიქნები მართლაც,

თუ შენს ბრძანებას უდრტვინველად დავემონები!

295 სხვისგან ელოდე მორჩილებას და არა ჩემგან!

აინუნშიაც არ ჩავაგდებ მე შენს ბრძანებას!

ერთს კიდევ გეტყვი და განსაჯე გულში, მეფეო:

ქალისთვის არც შენ, არც არავის შევებრძოლები -

ნება თქვენია, თქვენვე მიგაქვთ თქვენივე ჯილდო!

300 ოღონდ გახსოვდეს, ჩემს მალემსრბოლ, შავ ხომალდებზე

სხვას უნებართვოდ ვეღარაფერს ვერ ახლებ ხელსა!

37

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!