30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მეაბჯრე, შუბის ერთ სროლაზე ჩამორჩენილი.

530 ჰყავდა ცხენები ნელმავალნი, გრძელფაფრიანნი,

არც თვითონ იყო დოღში დიდად მოხერხებული.

ადმენტოსის ძე იყო ბოლო, მარდი ცხენები

მოაქროლებდნენ სარბიელზე ეტლს საუცხოოს.

ფეხმარდ აქილევსს შეეწყალა, ოდეს იხილა.

535 ადგა, არგიველთ მიაგება სიტყვა ფრთიანი:

”პირველ მარბიელს ბოლოს მოჰყავს მარდი ცხენები!

მაგრამ ღირსია და ვუბოძოთ მეორე ჯილდო,

ხოლო პირველი უეჭველად ეკუთვნის ტიდიდს!”

ასე თქვა.

ყველამ მოიწონა პელიდის სიტყვა.

540 მისცემდა ფაშატს აქაველთა თანხმობით კიდეც,

რომ ნესტორის ძეს ანტილოქოსს, შეურაცხყოფილს

აქილევსისთვის მყის არ ეთქვა სიტყვა მართალი:

”გულსაც მომიკლავ, ო, აქილევს, თუ შეასრულებ,

რაც ახლა ბრძანე!

გსურს წამართვა ჯილდო იმტიომ,

545 რომ ევმელოსის ეტლს დაატყდა უბედურება

აბა, რა დიდი მხედარია

რატომ უკვდავებს

არ შეევედრა

ბოლო მაინც არ იქნებოდა!

თუ ევმელოსი გეცოდება და ასე გიყვარს,

გაქვს გემზე უხვად საამისოდ ოქროც, სპილენძიც,

550 გყვანან მონებიც, ცხვრებიც, ცხენიც ფლოქვებმაგარი.

გამოარჩიე, უფრო კარგი ჯილდოც მიეცი

შემდეგ, გინდ ახლავ რომ შეგაქონ აქაველებმა.

ამას კი - ნურას უკაცრავად - არვის დავუთმობ!

და თუ ვისმე სურს, გამოვიდეს შესარკინებლად!”

555 ასე თქვა.

მაშინ გაეღიმა ფეხმარდ აქილევსს,

უყვარდა ყრმა, ვით მეგობარი და შეხაროდა,

მიმართა ჭაბუკ ანტილოქოსს ფრთიანი სიტყვით:

”მაშ, შენ მოითხოვ, ანტილოქოს, ჩემი კარვიდან

სხვა ჯილდო მივცე გმირ ევმელოსს ხალისით მივცემ

560 სამკერდულს, მე რომ ავაგლიჯე ასტეროპეოსს,

სპილენძისაა, ბრპენის ზოლი ჩაუდის ბოლოს.

ევმელოსისთვის ღირსეული ჯილდო იქნება”.

თქვა და უბრძანა ავტომედონტს, ერთგულ მეგობარს,

გამოეტანა საჭურველი. მიიღო. გასცა.

565 და სიხარულით ევმელოსმა მოჰკიდა ხელი

377

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!