30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ეხსნა სიმაგრეს, არა ღმერთთა ნებით აგებულს.

დიდხანს ვერ გაძლო მიწის პირზე იმ გალავანმა:

10 სანამ გმირ ჰექტორს სული ედგა, ხოლო პელიდი

განს გამდგარიყო, მტკიცედ იყო ჯერ კიდევ ტროა,

აქაველთ ვრცელი გალავანი იდგა უვნებლად.

მაგრამ, რომ ტროელთ გმირნი ბრძოლის ველზე დაეცნენ,

ბევრი მოისპო არგიველიც, გადარჩა ბევრიც

15 და მეათე წელს პრიამოსის დაინგრა ციხე,

ხოლო გემები თ არგიველნი შინ გაეშურნენ,

პოსეიდონმა, აპოლონმა გამართეს ბჭობა:

როგორ მიეშვათ გალავანზე ყველა მდინარე,

იდას მთიდან რომ ზღვას შეერთვის აბობოქრებულს:

20 ჰეპტაპოროსი, კარესოსი, რესოს, როდიოს,

აისეპოსი, გრენიკოსი და სკამანდროსი,

სიმოეისიც, რომლის პირას ფარ-მუზარადი

ქვეყნის ეყარა და გვამები ნახევარღმერთთა.

ყველა მდინარე აპოლონმა მიმართა ერთ გზით -

25 გალავნისაკენ, ცხრა დღე-ღამე ზევსმაც მიწყივად

დელგმა დაურთო, რომ ზღვის ტალღებს წაეღოთ ციხე.

მიწისმრყეველიც სამკბილათი იდგა ზვირთებთან

და ყოველივეს წყალში ჰყრიდა ძირფესვიანად -

მორებს და ლოდებს, აქაველთა ნაშრომ-ნაჯაფარს.

30 ზედ ზღვისპირამდე გაასწორა მიწასთან ციხე

და ყოველივე ნაგებობა, ფართო ნაპირი

გაავსო ქვიშით, მოამწყვდია მდინარეები

ძველ კალაპოთში, სადაც ადრე მილივლივებდნენ.

ასე ენებათ პოსეიდონს და ღმერთ აპოლონს

35 ერთად ეშრომათ მომავალში. ხოლო ამჟამად

კვლავ ბრძოლა ატყდა გალავანთან. გაიღეს ზათქი

კოშკის ძელებმა. არგიველნი, ზევსის ნაგვემნი,

გემების ახლოს გალავანში ჩაკეტილიყვნენ,

დამარბეველი გმირი ჰექტორის შიშით დამფრთხალნი.

40 ის კი, ვით წინათ, მძვინვარებდა მსგავსი ქარიშხლის.

მონადირეთა და ძაღლების ალყაში მყოფი

ტახი ან ლომი ბრდღვინავს ხოლმე, თვალანთებული,

წრე მის წინაშე შეიკვრება, როგორც კედელი,

თავს დაატყდება ბასრ ოროლთა ღრუბელი მრუმე,

45 მაგრამ მამაცი გული როდი აუთრთოლდება.

არსად არ გარბის, გულადობით თავსაც იღუპავს:

ხან აქ აწყდება, ხან იმ მხარეს სცდის მონადირეთ,

და საითაც კი გაიჭრება, გაეცლებიან.

ასე ჰექტორიც წინ მიქროდა, სანგრის გადასვლას

50 სთხოვდა ტროელებს, მაგრამ მათი ფიცხი ცხენები

ყალყზე დგებოდნენ, ფრუტუნებდნენ შეშინებულნი

201

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!