30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გმირი ასიოს ჰირტაკიცი, ამხედრებული

არისბეს მხრიდან, სელეენტის სანაპიროდან.

მეოთხე ლაშქარს მიუძღოდა ძე ანქისესი -

გმირი ენეას, ანტენორის ორი ძეც ახლდა -

100 არქელოქოს და აკამანტი ბრძოლანაცადნი.

მოკავშირეთა ჯარს გაუძღვა გმირი სარპედონ,

თან გაიყოლა გალავკოსი და ასტეროპეოს,

ორივ უყვარდა - მამაცთ შორის უმამაცესნი.

თვით კი სიმხნევით აჭარბებდა ყველა წინამძღოლს.

105 ასე ეჭირათ თადარიგი, ფარშემართულნი

მტრიკენ იწვევდნენ მგზნებარენი, ოცნებად ჰქონდათ -

ვერ შეგვბედავენ, გემებისკენ განილტვიანო.

როგორც ტროელნი,ისე ტროელთ მოკავშირენი

დაემორჩილნენ კეთილ რჩევას პულიდამანტის.

110 მხოლოდ ჰირტაკიდს არა სურდა, ასიოსს მამაცს

ცხენნი მიენდო მეეტლისთვის სანგართან ახლოს.

ფიცხი ცხენებით ესწრაფოდა არგიველთ გემებს.

ეგ შლეგი! აბა ბედს როგორღა გაექცეოდა,

რას ყოყოჩობდა - ეტლით უკან არ მომიწევსო

115 გემთსადგომიდან გაქროლება ილონისაკენ!

თავხედს მისწვდა დევკალიდის იდომენევსის.

მარცხნივ მიქროდა გემებისკენ, სად აქაველნი

მსუბუქ ეტლებით სცილდებოდნენ ბრძოლის სარბიელს.

120 ზედ კოშკს მიადგა ასიოსი ფეხმარდ ცხენებით,

ვერც საკლიტური ვერ იხილა, ვერც ბჭე დახშული:

ფართოდ გაეხსნათ, რომ ეშველათ ბრძოლიდან მოსულ

მოლაშქრეთათვის, შეემალათ ნავ-ხომალდებთან.

ჯიქრუ მიეჭრა მეოცნებე, მოსდევდნენ სხვბიც

125 საზარ ყიჟჳნით, მათ ეგონათ, რომ აქაველნი

ვერ შეგვბედავენ, გემებისკენ განილტვიანო.

ვაი, მათ ჭკუას! კოშკთან ორი შემოხვდა მოყმე,

მამაცნი შვილნი შუბოსანი ლაპითებისა:

პერითოოს -გმირის ვაჟი პოლიპოიტე

130 და ელეონტევსის, სულთმხუთავ არესის მსგავსი.

მაღლა შემართულ გოდოლის წინ იდგა ორივე,

ვით ტყიან ბორცვზე მოშრიალე მუხა ამაყი,

დღენიადგა რომ ქარიშხალი, წვიმა ძირს უთხრის,

მაგრამ მიწაში გაუშლია ფართოდ ფესვები.

135 მათაც მკლავის და მამაცობის იმედი ჰქონდათ,

ურყევად იდგნენ და ელოდნენ ფიცხელ ასიოსს.

როს მტერი შმაგად გალავნისკენ ბრძლის ყიჟინით,

ფარშემართული მოიწევდა, მოსდევდ მოყმეთ:

ბელად ასიოს, იამენოსს, ოინომაოსს,

140 ასიოსის ძეს ადამანტს და ორესტეს, თოონტს,

203

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!