30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ამჟამად კი მძლე აგამენონს

უშვერი სიტყვით მიმართავდა.

უკვე აქაველთ

დრტვინვა გაისმა, მრისხანებამ მოიცვა ყველა.

ის კი ყაყანით მისდგომოდა მძლე აგამენონს:

225 ”რაღა გაწუხებს, ან რითა ხარ უკმაყოფილო

რვალით აგევსო ჩარდახები, ბევრი მხევალიც

ჩაგიმწყვდევია, აქაველნი თავდაპირველად

რომ აგირჩევენ, ციხე-კოშკთა დამაქცეველნი.

კვლავ ოქრო გინდა რომ მოგართვას ტროელმა ვინმემ

230 ცხენთა მხედვნელმა და ძე თვისი გამოისყიდოს,

ვინც მე მოგგვარე შებორკილი, ან სხვა მებრძოლმა

სხვა გსურს დიაცი, რომ ტრფიალით ისიამტკბილო,

უჩუმრად დაიმარტოხელო

განა შეგფერის

იყო ბელადი და მხედრობა გასწირო უღვთოდ

235 ო, სულმდაბალნო, მხდალნო, ქალნო, არ-აქაველნო!

გავყვეთ ხომალდებს სამშობლოსკენ, დარჩეს მარტოკა,

ტროის ციხესთან ელაციცოს წაგლეჯილ ნადავლს,

ეგება მიხვდეს - ბრძოლის ველზე ვინ ემსახურა!

მან დაამცირა აქილევსი, მოყმე უებრო,

240 ჯილდო წარსტაცა და დღეს თვით ფლობს.

მაგრამ მგონია

დიდად არ სწუხს გმირი, თორემ შენს სიცოცხლეში

ეს იქნებოდა ვერაგობა უკანასკნელი!”

ასე იყბედა მძლე ატრიდის მაგინებელმა.

მყის ღვთაებრივი ოდისევსი მიიჭრა მასთან,

245 რისხვით შეხედა და შესძახა გამძვინვარებით:

”ჰოი, თერსიტევ, ყაიმყრალო, რეგვენო, ყბედო!

როგორა ბედავ, მხედართმთავარს პირში ეჩრები!

არავინ არის მოკვდავთ შორის შენზე უგვანი,

ვინც კი ილიონს მოჰყოლია ღვთაებრივ ატრიდს.

250 ნუ გაგიჩრია პირში ყველა მეფის სახელი,

მათს ძვირს ნუ ამბობ, გაქცევაზეც ხმა არ გაიღო!

მაგრამ ვინ იცის, საქმე როგორ დაგვირგვინდება,

სიამეს მოვმკით თუ სიავეს აქაველთ ძენი

შენ აგამენონს, ატრევსის ძეს, ხალხთა მეუფეს

255 გულარხეინად ლანძღავ, თითქოს ბევრს აძლევენო

დანაელები მონაპოვარს, ყბად აგიღია.

მაგრამ მე გეტყვი და მერწმუნე, არ გავტეხ სიტყვას,

თუ კვლავ ილაყბებ, როგორც ახლა, მაშინ იცოდე:

თავი არ შერცეს ძლიერ მხრებზე მამაც ოდისევსს,

260 დღიდან მამაც ნუ ერქმევა ტელემაქოსის,

ტანსაცმელს ხელით ტანზე თუ არ შემოგაძარცვავ,

51

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!