30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ასე ამბობდა. წამოიჭრა ოილევსის ძე,

მზად იყო, ეთქვა საპასუხოდ მრისხანე სიტყვა,

490 გამძაფრდა მათი შუღლი, მაგრამ წამოდგა

თვით აქილევსი და მიმართა სპათა ბელადებს:

”იდომენევსო, ოილიდო, იკმარეთ დავა!

არ გეკადრებათ ხალხში ერთუთრს ძვირი აკადროთ,

სხვას თქვენს ადგილას ხომ უთუოდ თვით დატუქსავდით!”

495 დასხედით მშვიდად, ადგილიდან უყურეთ ცხენებს,

მალე ისინი, გამარჯვების ჟინით აღვსილნი,

აქ გაჩდებიან. საკამათო აღარ იქნება -

ვინ წინ არის და ვინ უკან არგიველთ შორის”.

ასე ამბობდა.

ტიდევსის ძე მაშინ გამოჩნდა,

500 მათრახით სცემდა ბედაურებს ორთქლით აბოლქვილთ,

ველზე მოქროდნენ საოცარი სისწრაფით რაშნი,

მხედარს აფრქვევდნენ ფლოქვებიდან ანასხლეტ ქვიშას.

ეტლი სპილენძით მოჭედილი, ოქროცურვილი,

ფიცხელ მერანთან უკან მსრბოლი, ძლივსღა ასწრებდა,

505 რვალით მოსალტულ თვლების კვალის ველზე დაჩენას,

ისე სწრაფად და ისე შმაგად რბოდნენ რაშები!

გამარჯვებული დიომედე წრის შუა ჩადგა.

ოფლი ნაკადად დასდიოდა დაღლილ ქურანებს.

შემდეგ ჩამოხდა მოელვარე ეტლიდან გმირი,

510 მათრახი ზედვე მიაყუდა. არ დაახანა

თანამებრძოლმა სთენელოსმაც, მიიღო ჯილდო.

ქალი მიჰგვარა მსახურთ, მათვე წააღებინა

სამფეხა სახლში.

თვით შეუდგა ახსნას ეტლისა.

ტიდიდის შემდეგ ანტილოქოს მოიჭრა ეტლით,

515 არა სისწრაფით, ხერხით სჯობდა ის მენელაოსს.

მაგრამ ატრიდი დიდად როდი ჩამორჩენია.

ჭაბუკს სულ ახლოს მოჰყვებოდა რაში ფეხმარდი

და გამალებით თვის მბრძანებელს მოაქროლებდა.

კუდი სპილენძით მოელვარეს ხვდებოდა სალტეს,

520 ასე მოქროდა, სულ მცირედი მანძილი იყო

ტრიალ მინდორზე გაჭრილ ცხენსა და ბორბალს შორის.

ოდნავ ჩამორჩა ანტილოქოსს მენელაოსი:

თვლის ერთი ბრუნი იქნებოდა. შემდეგ კი სწრაფად

წამოეწია, იზრდებოდა სიფიცხე მიწყივ

525 აგამემნონის ფაშატისა, მარდ აითსი.

სულ ოდნავ კიდევ რომ დასცილდა, უეჭველია,

გადაასწრედა, არ გახდიდა სრბოლას საცილოდ.

ატრიდს მოსდევდა მერიონე, იდომენევსის

376

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!