30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მაშინ სასახლეს მივადგები სპილენძით ნაგებს,

მეუფის მუხლებს მოვეხვევი და გულს მოვულბობ”.

თქვა და დატოვა. მოყმე სატრფოს ლამაზსარტყლიანს,

ატრიდის მიერ მიტაცებულს, დარდობდა ისევ. . .

430 ჭკუაულევი ოდისევსიც ამ დროს მიადგა

აპოლონ ღმერთის ზვარაკითურთ ლაღ ქრისეს ყურეს.

მსუბუქი გემი შესრიალდა ღრმა ნავსადგურში.

სწრაფად დაკეცეს იალქნები შავი ხომალდის.

ანძა ბაგირით დაუშვეს და მოარგეს ბუდეს.

435 ნავსაყუდელში დაამაგრეს გემი უმალვე -

ქვები ჩაყარეს, ნავსაბმელით მიაბეს სადგომს.

სანაპიროზე გადმოვიდნენ, ჩამოიყვანეს

ხმელეთზე ხბონი - ჰეკატომბე აპოლონისა.

მშობელ მიწაზე ქრისეისი ჩავიდა ბოლოს.

440 საკურთხეველთან მიიყვანა ის ოდისევმა,

მოხუცს მიჰგვარა. მიესალმა ბრძნული სიტყვებით:

”ატრიდის ნებით ფოიბოსის ქურუმს გეახელ,

თან მომყავს ქალი, ჰეკატომბეს ვუძღვნი აპოლონს

დანაელთაგან.

მუხლს მოვიდრეკთ მის საამებლად,

445 ვინ გაგვირისხდა და არგიველთ ურვა არგუნა”

თქვა და მიჰგვარა ქრისეისი, მოხუცი შვებით,

სანუკვარ პირმშოს ჩაეკონა.

აქაველებმა

წმინდა ზვარაკი მიიყვანეს საკურთხველთან.

წყლით განიბანნენ, მარილი და ქერი აიღეს,

450 ლოცვა წარმოთქვა ქრისემ ცისკენ ხელაპყრობილმა:

”გენუკვი, ვერცხლისმშვილდოსანო, ქრისეს ქომაგო,

კილას მფარველო, მძლე მეუფევ ტენედოსისა!

შენ გულმოწყალე იყავ, ოდეს გეაჯებოდი,

შენ განმადიდე, როს დათრგუნე აქაველები!

455 ახლაც მისმინე, აღასრულე მოხუცის აჯა,

დანაელთ დასჯა აკმარე და სენი აშორე!”

ასე ღაღადყო და სხივოსან აპოლონს ესმა.

მყის წმინდა ზვარაკს მარილი და ქერი აყარეს,

გადაუწიეს მათ კისერი, გამოჭრეს ყელი,

460 ტყავი გააძვრეს და ბარკლები ქონში ორკეცად

გახვიეს, ზედვე შემოაწყვეს ხორცის ნაჭრები.

ნელ ცეცხლზე წვავდა მათ მოხუცი და წითელ ღვინოს

ზედ ასხურებდა. ყრმებს ხუთკბილა ეჭირათ ხელში.

ბარკლები შეწვეს და იგემეს შიგნეულობა,

465 რაც დარჩა, ისიც წვრილად დაჭრეს და შამფურებზე

წამოგებული ნაკვერჩხლებზე ააშიშხინეს.

41

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!