30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ყოვლად მდიდარი და ყოველთა კაცთა მოყვარე.

15 გზის პირას მცხოვრებს ღია ჰქონდა სტუმრისთვის კარი.

მაგრამ ვერავინ იხსნა მოყმე მეგობართაგან,

ვერვინ უშველა, ორს მოუსპო მხნე დიომედემ

სიცოცხლე: მას და კალენიოსს, ეტლით ეძგერა

და განუყრელნი სამარეშიც ჩავიდნენ ერთად.

20 ევრიალოსმა დასცა დროეს და ოფელტიოს,

აისეპოსიც, პედასოსიც, ნიმფამ რომ უშვა

გმირ ბუკოლიონს - მშვენიერმა აბარბარეემ.

ბუკოლიონი, უფროსი ძე ლაომედონტის,

დედამ ფარულად, უქორწინოდ შობა.

ჭაბუკი

25 ფარას მწყემსავდა, თანაეყო როს ნიმფას ტრფობით.

მან მუცლად იღო და ტყუბი ძე შესძინა მოყმეს.

ერთად გაუფრთხო სული ტყუბებს მეკისტიადმა

და მშვენიერ მხრებს ააგლიჯა აბჯარ-ბექთარი.

ასტიალოსი დასცა იქვე პოლიპოიტემ,

30 პიდიტე დასცა ოდისევსმა პერკოსიელი

სპილენძის შუბით, ტევკროსმა კი - არეტაონტი.

ანტილოქოსმა აბლეროსი სძლია ოროლით,

ხოლო ელატოს - მამაცთ მეფემ აგამენონმა,

პედასს მცხოვრები, სატნიონტის სანაპიროზე.

35 ლტოლვილ ფილაკოსს ლეიტოსმა მოუღო ბოლო,

ევრიპილოსმა გააშიშვლა მელანთიოსი.

ადრესტოს ცოცხლად ხელთ ჩაიგდო მენელაოსმა,

როცა ცხენები, ბრძოლის ველზე შიშით დამფრთხალნი,

გაქანებულნი ზედ შეასკდნენ მთის ჟოლოს ბუჩქებს,

40 ხელნა გახლიჩეს და გაცვივდნენ ილიონისკენ,

საითაც სხვათა მრავალ ცხენსაც აეღო გეზი.

ეტლიდან თვლისკენ გაგორებულს, პირვე დაცემულს,

ზედ წამოადგა მისკენ მსრბოლი მენელაოსი,

მუქარით შუბი შეემართა გრძელჩრდილიანი.

45 ადრესტოს ფეხზე მოეხვია და შეევედრა:

”სიცოცხლე მომეც და ღირსეულს საზღოს მიიღებ!

დიდი საუნჯე სახლში უდევს მდიდარ მამაჩემს -

სპილენძი, ოქრო და ილეკრო ძნელად საჭედი.

ხალისით მოგცემს აურაცხელ გამოსასყიდსაც,

50 თუკი გაიგო, რომ ტყვედ გყავარ აქაველთ გემთან!”

ასე თქვა. უკვე აუჩვილა გული, ფიქრობდა -

ვინმე მეაბჯრეს აქაველთა ხომალდებისკენ

გავატანოო ტყვე.

მაგრამ მყის აგამენონი

თავს წამოადგა მისკენ მსრბოლი და შეუძახა:

55 ”ბეჩავ, რას ვხედავ, მენელაოს, ახლა ესოდენ

113

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!