30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ხომალდებისკენ გასწი ჩქარა, აქილევსს უთხარ,

რაც მოხდა, იგი გემთან გვამსაც ვერ გადაარჩენს.

უკვე წააძრო მოზეიმე ჰექტორმა თორნი!”

თავზარი დასცა ანტილოქოსს მისმა სიტყვებმა,

695 ელდაცემული მთლად დამუნჯდა, ხოლო თვალები

ცრემლით აევსო, გაეჩხირა სათქმელი ყელში.

მაგრამ გაიგო მან ნათქვამი მენელაოსის,

გადააბარა იარაღი მყის ლაოდოკოსს,

რომელსაც ახლოს შეკაზმული ჰყავდა მერანი.

700 ცრემლთამფრქვეველი მსწრაფლ გაჰყავდათ ფეხებს

ბრძოლიდან,

რომ საშინელი სიტყვა ეთქვა აქილევსისთვის.

ზევსის ნაზარდო მენელაოს, შენს გულს არ სურდა,

ანტილოქოსის დატოვებულ მოძმეთა დაცვა,

საშინელ დღში იყვნენ მაშინ პილოსელები.

705 მენელაოსმა მიაშვილე სპას თრასიამდე,

თვით კი გაიჭრა დასაცავად პატროკლეს გვამის.

აიანტებთნ დადგა, ფრთიან სიტყვით მიმართა:

”ანტილოქოსი გავაგზავნე ახლა გემებთან,

ფეხმარდ აქილევსს სიტყვას ეტყვის, მაგრამ მე მჯერა,

710 რომ ის არ მოვა, აღიგზნება თუმც მტერზე რისხვით,

ტროელთ როგორღა შეერკინოს უიარაღო

ჩვენ თვითონ ახლა საიმედო ხერხი ვიძიოთ,

თუ ვით დავიცვათ მეგობარი, ტროელთა ხმალქვეშ

როგორ გავექცეთ ბედისწერას და საზარ სიკვდილს!”

715 უთხრა დიადმა აიანტმა ტელამონის ძემ:

”სულ მართალს ამბობ, რასაც ამბო, ო, მენელაოს!

ანაზდად შენ და მერიონე პატროკლეს ცხედარს

უნდა მიეჭრათ, აიტაცოთ, ზურგს გაგიმაგრებთ

და შევაჩერებთ ტროელებს და ღვთაებრივ ჰექტორს.

720 ჩვენ ერთი მოგვდგამს ძალაცა და სახელ-დიდებაც,

არესის რისხვა ხომ მხარდამხარ გამოგვივლია!”

ეს რომ თქვა, მოყმეთ მყის ასწიეს პატროკლეს გვამი,

ხელი ჩასჭიდეს მძლავრად.

ტროელთ დასცხეს ყიჟინა

თავზარდამცემი, როს აქველთ საქმე იხილეს.

725 ჯიქურ მიეჭრნენ მძვინვარენი, ვით ტახს - ძაღლები,

მონადირეს რომ წინ უსწრებენ, მისდევენ დაჭრილს.

გული არ უთმენთ, რომ როგორმე დაფლითონ მხეცი.

მაგრამ როგორც კი ძალმოსილი მოუბრუნდება,

უკან გარბიან და ასწრებენ ერთი-მეორეს.

299

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!