30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ათრთოლებული მძვინვარებით შმაგი მოყმისა.

ყველა ნეტარი ღმერთი იყო აღშფოთებული,

ზევსმა კი იგი დააბრმავა.

სულ მცირე ხნითღა

140 შერჩა სიცოცხლე უკვდავთათვის საძულველ მოყმეს.

ნეტარ ღმერთებთან არა, არ მსურს მე შერკინება!

თუ მოკვდავი ხარ და ნაზარდი მიწის ნაყოფით,

ახლოს მოიწი და სიკვდილის ზღურბლსაც მიაღწევ!”

მყისვე მიუგო მამაცმა ძემ ჰიპოლოქოსის:

145 ”სულდიდო გმირო, მოდგმას ჩემსას რად მეკითხები

რაც არის მოდგმა ხის ფოთოლთა,იგია კაცთა:

ქარი მიწაზე მიახვეტავს, კვლავ აყვავდება

მუხა, ადრიან გაზაფხულზე აიყრის ფოთლებს.

ასეა კაციც: ზოგი ჩნდება, ზოგი კი ქრება.

150 მაგრამ თუ გინდა წინაპართა ჩემთა ამბავი,

ახლავე გეტყვი, ბევრმა იცის, რა გვარი მოგვდგამს.

ცხენმრავალ არგოს აღმართულა ეფირეს ციხე,

სადაც ცხოვრობდა სისიფოსი, განთქმული კაცი,

ბრძენი სისიფოს ეოლიდი, ვინც შვა გლავკოსი.

155 გლავკოსმა შობა უცოდველი ბელეროფონტი,

ღმერთებმა უძღვნეს მას მშვენება და სიმამაცე.

პრიოტისს სურდა დაეღუპა მოყმე უმწიკვლო

და გააძევა არგიველთა მრისხანე მეფემ,

რომლის კვერთხის ქვეშ ზევსს მონობდა ხალხი დიდძალი.

160 ანტიეიამ, მეფიც ცოლმა, ისურვა ყრმასთან

იდუმალ ტრფობით ტკბობა, მაგრამ არ დაჰყვა წადილს

კეთილშობილურ გრძნობით სავსე ბელეროფონტი.

ცილი დასწამა ყრმას ქალმა და პროიტისს უთხრა:

- შენ მომიკვდიო, ბელეროფონტს თუ არ მოაშთობ!

165 ჩემთან, არ მდგომთან, მოინდომა სიტკბო ტრფობისა, -

ასეთი ცილი სწამა; მაშინ განრისხდა მეფე,

მაგრამ მოკვლა კი ვერ თავს იდვა - შეძრწუნდა სულით.

მოყმე ლიკიას გადახიზნა, თან გაატანა

ავი ნიშნები, ფირფიტებზე ამოკაწრული -

170 სიმამრისათვის, რომ მისგანვე დაღუპულიყო.

გაშორდა ღმერთთა შემწეობით, მშვიდობიანად

ეწვია ქსანთოსს აზვირთებულს, ლიკიის მიწას.

კეთილად დახვდა მბრძანებელი ლიკიელ ხალხის.

ცხრა დღეს პურობდა, ცხრა დღეს ხბორებს უკლავდა მეფე,

175 და როს მეთედ ადგა ეოს ვარდისთითება,

სტუმარს მოსთხოვა მან ჩვენება იმან ნიშანთა,

საყვარელ სიძეს - პროიტოსს რომ გამოეგზავნა.

როცა ნიშანი ნახა ავის მაუწყებელი.

ჭაბუკის მოკვლა დაავალა სასტიკ ქიმერას,

180 მას უკვდავ ღმერთთა, არა კაცთა, მოსდგამდა ჯიში:

116

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!