30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ვისაც შეურევს ორგვარ ჯილდოს ზევსი დიადი,

530 შეხვდება დარდიც და დროდადრო შვებასაც ჰპოვებს.

ვისაც ბედკრულთა წილს არგუნებს, განწირულია,

გულისმომკვლელი გასაჭირი არა შორდება,

ღმერთნი ხელს კრავენ, მიწისშვილნი შეიძულებენ.

ღვთის საჩუქარი პელევსმაც ხომ უხვად მიიღო

535 სიყმაწვილის ჟამს, ადამიანს ყველას სჭარბობდა

სიმხნით, სიუხვით - მესვეურნი მირმინდონელთა.

მოკვდავს მეუღლედ უკვდავებმა ქალღმერთი მისცეს.

მაგრამ მასაც კი ღმერთმა ავი ხვედრი არგუნა -

შინ აღარა ჰყავს ნაშიერი, ძე და მემკვიდრე.

540 ერთი ვაჟი ჰყავს და ისიც დღემოსწრებული. . .

დღემდე მოხუცს მე შვებას ვერ ვგვრი: შორს სამშობლოდან,

ტროაში, ვებრძვი შენიანებს და შენ, მოხუცო!

მე გამიგია, შენც ოდესღაც იყავ მორჭმული,

რამდენ ტომს იტევს მაკარიის ლესბოსის მხარე,

545 ნაყოფიერი ფრიგია და თვით ჰელესპონტი, -

შენზე ამბობენ - სიმხნით ყველას დასჯაბნიდაო.

მაგრამ ღმერთებმა შენც გაწვნიეს უბედურბა,

ტროის გარშემო საზარ ბრძოლას ბოლო არ უჩანს.

გული იჯერე, უსაზღვრო დარდს ნუ მიეცემი:

550 შვილს რას მოუტან მგლოვიარე. შენი ცრემებით

მკვდარს ვერ აღადგენ, მარტოოდენ ჭირს გაიმრავლებ!”

მას კვლავ მიუგო ღვთაებრივმა მეფე პრიამემ:

”რა დამაყენებს, ღვთის რჩეულო, სანამ ჰექტორი

დაუკრძალავი მისვენია! მომეცი ნება

555 ერთხელ შევხვდო უბედურმა! მიიღე საზღო:

აქ მოგიტანე, დატკბი, გმირო, კეთილი გქონდეს

გზა მშობლიური მხარისაკენ! ხომ მიწყალობებ

ბებერს სიცოცხლეს და მზის ციაგს მანათობელსა!. . .”

მოხუცს მრისხანედ უპასუხა გმირმა ფეხმარდმა:

560 ”ნუ განმარისხებ, თვითონ ვიცი, დიდიხანია

მმართებს ჰექტორის დაბრუნება.

ზევსის სურვილი

მაცნობა დედამ, ზღვის მოხუცი მეფის ასულმა.

ვერ დამიმალავ მე, პრიამოს, ღვთაების ნებამ

შენც აქაველთა ხომალდებთან რომ მოგიყვანა.

565 ვერ გაბედავდა კაცი, თუნდაც სიყრმით გზნებული,

ბანაკში მოსვლას, ფხიზელ მცველებს ვერ გასცდებოდა

და კარიბჭეზე ვერც იოლად გასწევდა ურდულს.

იყუჩე ახლა და გულის წყლულს ნუ გამიახლებ!

ნუთუ შენ ფიქრობ, მავედრებელს ხელსა გკრავ, მოხუცს,

570 და თვითნებურად კრონიონის ნებას გადავალ”

399

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!