30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

”ხომ გამიგონებ, ლიკაონის გულადო ვაჟო

ხომ შეგიძლია მენელაოსს დასცე ისარი

95 ტროელთ მადლობას და დიდებას მოიხვეჭ უმალ,

ყველაზე მეტად დაგიმადლის ალექსანდროსი,

განძის აგავსებს, თუკი ნახავს, რომ მენელაოს -

ატრევსის ძე და სიქადული ღმერთი არესის,

ისრით ჭედული დასაწვავად კოცონზე აჰყავთ.

100 გაბედე, მოსპე მენელაოს სახელოვანი!

ჯერ ფიცი დასდე, რომ ლიკიელს ვერცხლისმშვილდოსანს

მსხვერპლად შესწირავ ნორჩ ტარიგთა ასზვარაკეულს,

თუ ძელეიეს ციხე-ქალაქს დაუბრუნდები”.

ასე უბრძანა და უგუნურის გული აღაგზნო,

105 ყრმამ მოიმარჯვა მშვილდი ფეხმალ ქურციკის რქისა,

რომელს ოდესღაც მონადირემ ჩასაფრებულმა

კლდიდან ასხლეტილს განუწონა მკერდში ისარი.

გულგანგმირული ტინს დაასკდა ქურციკი უმალ.

თექვსმეტ მტკაველზე აღმართოდა საბრალოს რქები.

110 სწორედ ისინი შეაერთა რქების ოსტატმა,

მშვილდი გამართა და ოქროთი მოავარაყა.

მოყმემ ეს მშვილდი დაუმიზნა, დაბლა დასწია.

რაზმი მშვილდოსანს აეფარა დიდი ფარებით,

რომ აქაველებს, არესის ძეთ, არ წინა ესწროთ,

115 სანამ დასცემდა მენელაოსს, ძეს ატრევსისა.

კაპრაჭს ახადა ხუფი, მხოლოდ ერთი დააძრო

ისარი, შავი სატანჯველის წყარო ფრთიანი,

სწრაფად გაჭიმულ ლარს მოარგო და აღთქმა მისცა

ვერცხლისმშვილდოსან აპოლონ-ღმერთს, ლიკიას შობილს, -

120 შემოგწირავო ნორჩ ტარიგთა ასზვარაკეულს,

თუ ძელეიეს ციცხე-ქალაქს დავუბრუნდები.

მძლავრად მოზიდა ისრის ბოლო და ხარის ძარღვი,

ძუძუსთავს ძარღვი ზედ მიადო და მშვილდს - ბუნიკი.

როგორც კი შუა გაიღუნა მშვილდი, რქის ჭახანს

125 ლარის ზუზუნი თანვე მოჰყვა, ისარი ბასრი

მყისვე გაფრინდა მტრების სიკვდილს დახარბებული.

მაგრამ არ დაგთმეს, მენელაოს, დიდმა ღმერთებმა,

მომნიჭებელმა ნადავლისა - ასულმა ზევსის.

გადაგეფარა, დაუშალა სიკვდილის მომგვრელს

130 შეხება შენი. აგაცილა, ვით ნაზმა დედამ,

ბუზს რომ აუქშევს ხოლმე ტკბილად ჩაძინებულ შვილს.

იქით მიმართა მან სპილენძი, სად ოქროს ბალთა

კრავდა წელსარტყამს და ორმაგი ელავდა თორნი.

ბასრი ფრთოსანი მყის დაეჭდო ატრიდის სარტყელს,

135 გააპო კიდეც წელსარტყამა ულამაზესი,

ჯავშანიც უცხოდ მოკაზმული გაფლითა უმალ,

რვალის ქამარშიც გააღწია, სხეულს ისრისგან

80

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!