30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დიადმა ზევსმა. ხოლო ამ დროს მოძმის სიკვდილი

როდი უწყოდა აქილევსმა, უკვდავთ სადარმა.

სპა, აქაველთა ნავ-ხომალდებს დაცილებული,

ტროის ციხესთან მტერს ებრძოდა.

არც უფიქრია

405 მოყმის დაცემა; ილიონის ბჭესთან მისული

მობრუნდებაო.

ისიც სწამდა, რომ ტროის ციხეს

უმისოდ გმირი ვერ დაძლევდა, ვერც მასთან ერთად.

დედისგან ხშირად ეს სმენია; იდუმლად პირმშოს

ანდობდა ზევსის განჩინებას ხოლმე ქალღმერთი.

410 მაგრამ არ უთხრა, რაც ელოდა ყველაზე მწარე:

გულით საყვარელ ძმადნაფიცის დასამარება.

ლაშქარი კვლავაც აწყდებოდა გვამთან მტრის ლაშქარს,

შუბშემართული და მუსრავდა მებრძოლს მებრძოლი.

ბევრი ამბობდა აქაველი, მოსილი რვალით:

415 ”ო, მეგობრებო! სირცხვილს ვერ ვჭამთ უკუქცეულნი,

დაე ადგილზე წკვარამმა და მიწის წიაღმა

თან ჩაგვიტანოს! უამესად მივიჩნევთ სიკვდილს,

ვიდრე ცხენ-რშით მორკინალი ტროელის მიერ

ტვამის წაგვრას სა მტრის შემკობას დიდების შუქით!”

420 ბევრი ამბობდა გულზვიადი ტროელიც მაშინ:

”ძმებო, თუნდ გავწყდეთ უკანასკნელ კაცამდე ყველა,

ფეხსაც არ გადგამს არც ერთი ყრმა ბრძოლის ველიდან!”

ასე ამბობდნენ და მეგობრებს სულს აღუგზნებდნენ.

მედგრად იბრძოდნენ და ილეკროს გრგვინვა ისმოდა,

425 ხმა სპილენძის ცას ასკდებოდა ეთერის გავლით.

ბრძოლის ველიდან შორს პელევსის ძის ბედაურნი

ცხარედ ტიროდნენ, რაკი იგრძნეს, მათი მხედარი

ჰექტორის ხელით განგმირული ეგდო მიწაზე.

დიორესის ძე, ომნაცადი ავტომედონტი

430 მათხრახსა სცემდა, საალერსოს ბევრსაც ეტყოდა,

ხან კი მრისხანედ ყიჟინებდა სრბოლის მოსურნე.

მაგრამ არც ზღვისკენ, ბანაკისკენ, ჰელესპონტისკენ,

არც აქაველთა მხედრობისკენ მიმართეს გეზი.

როგორც ყორღანზე აღმართულა სვეტი უძრავად -

435 ვაჟკაცის ძეგლი ან დედოფლის მოსაგონარი,

ისე მშვენიერ ეტლში იდგნენ გაშეშებულნი,

ქედდადრეკილნი, დასდიოდათ ცრემლი მხურვალე

პირქუშ მიწაზე წვეთ-წვეთობით.

გლოვობდნენ მხედარს

მამაც პატროკლეს.

გადმოღვროდათ ხშირი ფაფარი

440 უღლის რკალიდან.

292

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!