30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ელვარედ რვალი, მედგრად იდგნენ მეწინავენი,

720 სპილნეძის ჯავშნით მოსილ ჰეტორს, ტროელთ ებრძოდნენ,

ხოლო მათ უკან ზუზუნებდა სეფქა ლოკრების.

ტროელთ წაერთვათ სიმამაცე ისრით დაბნეულთ.

სირცხვილეულნი გემებს დათმობდნენ, რათა დღებნელნი

შეკედლებოდნენ ტროას, ქარით ახმაურებულს,

725 რომ საყვედურით პულიდამანტს არ მიემართა:

”ჰექტორ! არა გსურს სხვისი რჩევა, კაცო სასტიკო!

ღმერთმა გარგუნა სხვაზე მეტი სამხედრო ნიჭი,

შენ კი სიბრძნითაც გინდა იყო აღმატებული!

ეგრე არ არის, ერთს რომ ჰქონდეს ყველა სიკეთე!

730 ღმერთი ანიჭებს ვაჟკაცს რჩეულს უნარს ბრძოლისა,

სხვას კი -სიმღერის, კითარის და როკვის ნიჭს აძლევს,

სხვას კიდევ მკერდში ბრძენი ზევსი აუნთებს ჭკუას,

მისი ნაყოფით ზნეკეთილობს კაცობრიობა,

მისით შენდება ქალაქები, მისი სწამს ყველას.

735 შენც გწამდეს რჩევა, მე რომ ახლა კარგი მგონია.

შემოგნთებია ცეცხლის რკალად გარშემო ბრძოლა,

მას შემდგ, ციხე რაც აიღეს ტროელთ ჯარებმა,

ზოგი დაეხსნა ბრძოლას, ზოგი ახლაც შებმია

მტერთ სიმრავლეს, გაფანტულან გემები გასწვრივ.

740 ბრძოლას მოეშვი და მოუხმე სპათა წინამძღოლთ

და გადავწყვიტოთ ერთად საქმე მნიშვნელოვანი:

ერთბაშად დავცხოთ მტრის ხომალდებს მრავალმერხიანს,

თუკი ინება ძლევა ღმერთმა, ან იქნებ ახლავ

უკუმივიქცეთ, სანამ გვძლევენ!

აბა, რა გითხრა

745 შიშით ვთრთი, ვინძლო გუშინდლისთვის

არ დაგვიბრუნონ

აქაველებმა სისხლიანი ვალი: გემებთან

მოგველის გმირი, ვეჭვობ, ბრძოლად კვლავ არ ჩაებას!”

ასე ამბობდა პულიდამანტ.

მიიღო რჩევა

სამართლიანი და გადმოხტა ეტლიდან ჰექტორ,

750 მყისვე მიუგო, მიაგება ფრთიანი სიტყვა:

”პულიდამანტო, დააყოვნე აქ ყველა მოყმე,

მე კი წავალ და ბრძოლის ქარცეცხლს დავუბრუნდები,

კვლავ აქ გავჩნდები, როს ბრძანებას გადავცემ ყველას”.

თქვა და გაიჭრა ტანით მსგავსი თოვლიან მთათა.

755 შემოუფრინა მოწოდებით ტროელთა რაზმებს.

პულიდამანტთან, პანთოიდთან, ძლევის მოყვარე

გმირთან მივიდა ყველა, ვისაც მისი ხმა ესმა.

ჰექტორ ეძებდა დეიფობოსს, მეფე ჰელენოსს,

229

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!