30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

არ ასცდებოდა.

ამხნევებდა მიწისმრყეველი

აქაველთ სულებს, თვის ძალასაც არ იშურებდა.

ჰექტორი იმ დროს კარიბჭესთან იბრძოდა მედგრად,

680 სადაც თვით სძლია ფაროსანთა დანაელთ სპანი.

პროტესილაოს თემისთავის და აიანტის

გემები იდნგნე იქვე, ზღვიდან ამოთრეულნი.

იმ მხარეს იყო გალავანი ერთობ დაბალი.

ფიცხელ ცხენებს და მამაც მებრძოლთ ეკისრათ დაცვა,

685 სპას ბეოტიელთ, ქიტონიან იაონების,

ფთიელთა, ლოკრთა, სახელოვან ეპეელთ რაზმებს.

თუმცა ხომალდებს თავდამსხმელებს არ ანებებდნენ,

მაინც ვერ სძლევდნენ ქარიშხლიან ჰექტორის ძალას.

რჩეულ ათენელთ პეტეოსის ძე მენესთევსი

690 ედგა წინამძღვრად, შემდეგ იყო სპა ფეიდასის,

სტიქიოსის და ბიანტისა.

ეპეელთ ახლდათ

ამფიოსი და ფილევსის ძე მეგეს, დრაკიოს,

ფთიელთ მედონტი და პოდარკე ბრძოლის მოსურნე.

იყო ღვთაებრივ ოილევსის ბუში მედონტი,

695 ოილიადი აიანტის ძმა უმრწემესი.

შორს ფილაკეში თავის დროზე გადახვეწილა,

როს ძმა მოუკლავს დედინაცვლის - ერიოპისის,

იფიკლოსის ძე ფილაკიდთა მოდგმიდან იყო.

ორივ სარდლობდა დიდსულოვან ფთიელთა რაზმებს.

700 გემებს იცავდნენ ბეოტიელ სპათა მხარდამხარ.

გმირი აიანტ, ოილევსის ფეხმარდი ვაჟი

არ შორდებოდა მხნე აიანტს, ტელამონის ძეს.

უღელში შებმულ ხარეს გააქვთ სვე ხოდაბუნზე,

შავებს, ტოლძალებს. მიათრევენ გულდაგულ ერქვანს,

705 რქის ძირას ოფლი ჟონავს, ჯუფთად ვლიან ტაატით,

და სვლის დროს ქედი ქედთან მიდის, რომ კვლავ

დასცილდეს.

სვეს გაიტანენ და ბელტები ბელტებზე წვება.

ასევე ერთურთს მხარში ედგნენ აიანტები.

ტელამონის ძეს მოჰყვებოდა ბევრი ვაჟკაცი

710 თანამებრძოლი, მეყსეულად მის ფარს იღებდნენ,

თუ გმირის მუხლებს დაღლილობა შეეტყობოდა.

იოლიადს კი არვინ გაჰყვა ომში ლოკრთაგან.

მათ ხელჩართული ბრძოლა როდი ემარჯვებოდათ,

არც რვალის ზუჩი ჰქონდათ, ცხენი ძუით შემკული,

715 არცა ფარები, არც მაღალი შუბები იფნის,

მხოლოდ მშვილდები და გრაგნილი ტყავი შვენოდათ.

იმედიანად მოსულიყვნენ ტროას მხარეში.

ისრით უცდომლად თავზარს სცემდნენ ტროელთ ფალანგებს.

228

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!