30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

სანამდის სისხლი მხურვალეა და მუხლი ერჩის.

მაგრამ როს ძალას დაუწრიტავს ავი ისარი,

მგლები დაფლეთენ, გაშმაგებით დააცხრებიან

480 პირქუშ მუხნარში. ამ დროს ლომი მოჰყვა დაიმონს,

მგლები გარბიან და ნადავლი რჩება მძლავრ ნადირს.

ბრძოლანაცადი ოდისევსის ირგვლივ ასევე

დაძრწოდა ტროელთ მკლავმაგარი მოყმე მრავალი,

ის კი უშიშრად იცილებდა შუბით გარშემო.

485 ტელამონის ძეს აღემართ კოშკივით ფარი,

გმირს წინ ჩაუდგა, გაიფანტნენ ირგვლივ ტროელნი.

გამოიყვანა ოდისევსი მენელაოსმა,

სანამ მეეტლე ეტლს საშველად მოაქროლებდა.

ტროელთ შეება აიანტი, დორიკლოს დაჭრა,

490 პრიამოს მეფის ბუში, იქვე დასცა პანდოკოს,

შემდეგ - ლისანდროს, პირასოსი და პილარტოსი.

როგორც მდინარე ველს დატბორავს დიდროობისას,

მთით მოვარდნილი, ზევსის თქეშით დამძიმებული,

მუხას მოათრევს, ფიჭვის მორებს, ადუღებს მორევს

495 და შლამს თუხთუხით მიაქანებს ღვინისფერ ზღვისკენ,

ისე ყოველი აამტუტა ტელამონიდმა.

ცხენ-კაცს აპობდა.

მაგრამ ჰექტორ ამ ორმოტრიალს

როდი ხედავდა, მტერს უტევდა მარცხენა მხარეს,

აზვირთებული სკამანდროსის სანაპიროზე,

500 სად თვლა არ ჰქონდა გვამებს, იდგა ბრძოლის გნიასი.

იდომენევსთან, გერენიელ ნესტორთან ახლოს

გმირი ჰექტორი უსაზარლეს საქმეს იქმოდა,

შუბით ცხენდაცხენ დანაელთა მუსრავდა ფალანგს

მაინც ბრძოლის ველს არ დათმობდნენ დანაელთ სპანი,

505 თმამშვენიერი ელენეს ქმარს, გმირ ალექსანდროსს,

რომ მახაონი ბრძოლისაგან არ მოეწყვიტა:

მარჯვენა მხარში დაჭრა მოყმე სამწვერა ისრით.

მის გამო შიში გულს მოედო მამაც დანაელთ,

მხნე მახაონი ვინძლო მტერმა არ მოგვიკლასო.

510 იდომენევსმა იმწუთსავე შესძახა ნესტორს:

”ნელიდო ნესტორ, სიქადულო აქაველთ ლაშქრის!

დაუყოვნებლივ ეტლზე ადი და მახაონიც

თან გაიყოლე, გემებისკენ გაქუსლე ცხენით.

მრავალ მებრძოლს სჯობს დასტაქარი სახელოვანი,

515 წყლულს რომ მოარჩენს, ამოაცლის ისარს იარას”.

როდი ეურჩა ამ სიტყვაზე გმირი ნესტორი,

მყის მოაყენა ეტლი, ჩასვა შიგ მახაონი,

სახელგანთქმული ძე აქიმის შესანიშნავის.

მათრახი დასცხო ცხენებს, გული რომ მიუწევდათ

192

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!