30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

პიროვნება არავის აინტერესებდა, რადგან აედი ძველ ბერძნებს მიაჩნდათ მხოლოდ იარაღად,

ინსტრუმენტად ღმერთის, მუზის ხელში. ხოლო როცა ბერძნები დაინტერესდნენ ”ილიადისა” და

”ოდისეის” ავტორის ვინაობით, გვიანღა იყო, გენიალური პოეტის სახელის ნაცვლად კაცობრიობას

შემორჩა მუნჯი ფორმულა - ჰომეროს.

ჰომეროსის მოღვაწეობის დროზე მეცნიერება უფრო გარკვეულ პასუხს იძლევა. აქამდე

ითვლებოდა, რომ ჰომეროსი მოღვაწეობდა IX საუკუნის ბოლოს. უკანასკნელი ხანის გამოკვლევებში

ეს თარიღი უფრო მოახლოებულია. მისი მოღვაწეობის ხანად მიჩნეულია ძველი წელთაღრიცხვის VIII

საუკუნე. ვებსტერი, მაგალითად, ვარაუდობს, რომ ”ილიადა” ჰომეროსმა შექმნა 750 წლის ახლო

ხანებში, ხოლო ”ოდისეა” დაახლოებით 720 წელს. 4

თითქმის საუკუნენახევრიანი ბრძოლა ჰომეროლოგიაში ვოლფელებსა და უნიტარებს შორის

დღესდღეობით უკანასკნელთა სასარგებლოდ იხრება. ბოლო დროის გამოკვლევებში სულ უფრო და

უფრო მეტი საბუთიანობით მტკიცდება, რომ ”ილიადისა” და ”ოდისეის” შემოქმედი ერთი ავტორი

უნდა ყოფილიყო. თანდათან მოიხსნა დღის წესრიგიდან ვოლფელების ყველაზე უფრო

”გამანადგურებელი” არგუმენტები. ანალიტიკური მეთოდი, რომელიც ვოლფელებმა უმაღლეს

საფეხურზე აიყვანეს, წარმატებით იქნა გამოყენებული მათივე წინააღმდეგ.

4

T. B. L. Webster, From Mycene to Homer, New Vork, 1959.

ჰომეროსის ავტორობის მოწინააღმდეგეთ მიაჩნდათ, რომ ორი დიდი პოემა, რომელთა საერთო

მოცულობა დაახლოებით 28 000 ტაეპია, შეუძლებელია შექმნილიყო ზეპირად, შეუძლებელი იყო მათი

დამახსოვრებაც და მოსმენაც. ჰომეროსის დროს კი დამწერლობა არ არსებობდა. არ იყო მიკვლეული

VII საუკუნეზე უადრესი ბერძნული წარწერები. ამიტომ ლოგიკური იყო ეფიქრათ, რომ არსებობდა

ცალკეული, შედარებით მოკლე, ზეპირად შექმნილი თხზულებანი, რომელთა ერთ კრებულად

თავმოყრა მოხერხდა მხოლოდ პისისტრატეს დროს VI საუკუნეში. მაგრამ გამოირკვა, რომ, ჯერ ერთი,

ჰომეროსს უნდა ეცხოვრა VIII საუკუნეში და ამ დროისათვის, ყოველ შემთხვევაში, საუკუნის შუა

წლებისათვის შესაძლებელი იყო ნაწარმოებთა ჩაწერა. გარდა ამისა, ჰომეროსის პოემები ატარებენ

ყველა იმ ნიშანს, რომელნიც ზეპირი ეპოსისათვის არის დამახასიათებელი. ეს არის მუდმივი

ეპითეტები, ეპიკური ფორმულები, მოქმედების ხელოვნური შეფერხება, ქრონოლოგიური

შეუთავსებლობის კანონი, განმეორებანი, რომელნიც ხელს უწყობენ ადრე მოთხრობილი ეპიზოდის

გახსენებას და ახალი ეპიზოდის აღქმას. გარდა ამისა, ხალხური ეპოსის შესწავლამ მკვლევარებს

საშუალება მისცა წარმოდგენა ჰქონოდათ ფენომენალურ მეხსიერებაზე, რომელსაც სახალხო

რაპსოდები ფლობდნენ. არ იწვევს ეჭვს ის გარემოებაც, რომ ჰომეროსის ეპოსი თავის დროზე თუნდაც

წერილობით შექმნილიყო, იგი მაინც ზეპირი შესრულებისთვის იყო გათვალისწინებული და ეს

მსმენელთა უხერხულობას არ იწვევდა. გამოანგარიშებულია, რომ ”ილიადის” მთლიანად შესრულებას

სჭირდება 27 საათამდ, ხოლო ”ოდისეას” შესრულებას 21 საათამდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ

ბერძენი მაყურებელი და მსმენელი პოეტური შეჯიბრებების დროს მოთმინებით ისმენდა სამი პოეტის

შეჯიბრებას, რომელნიც სცენაზე წარმოადგენდნენ ხოლმე სამ-სამ ტრაგედიას და ერთ სატირულ

დრამას, სულ 12 პიესას, ცხადი გახდება, რომ მათთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა

რამდენიმე დღის განმავლობაში ჰომეროსის ორივე პოემის მოსმენა.

ვოლფელების საბუთთა უფრო მნიშვნელოვანი წყება დაფუძნებული იყო ჰომეროსის პოემათა

ცალკეულ ნაწილებს შორის შემჩნეულ წინააღმდეგობებზე. ამ წინააღმდეგობათა ნაწილი მოჩვენებითი

იყო, გამოწვეული იყო საკითხისადმი ზერელე მიდგომით. ხოლო ნაწილი კი ნამდვილად არსებობდა,

მაგრამ მკვლევარები არ ითვალისწინებდნენ, რომ ასეთივე შეცდომები მოსდით ავტორებსაც,

რომელთა განკარგულებაშია რედაქტორიც, სტამბაც, კორექტორიც, დაბოლოს, კრიტიკაც. არსებობს

გამოთქმა - ”ზოგჯერ ბრძენი ჰომეროსიც ჩათვლემს ხოლმეო”. ”ილიადისა” და ”ოდისეის” ავტორს

ასეთი ”ჩათვლემის” ნებას არ აძლევდნენ. შემჩნეული იქნა, მაგალითად, ასეთი წინააღმდეგობა

”ილიადის” და XIII ქებათა შორის. V ქებაში ნათქვამია: ”დასცეს არესის მსგავსი მოყმე პილაიმენევს,

პაფლაგონიელ ფარისმფლობელ ვაჟკაცთა მეფე. იგი განგმირა შუბოსანმა მენელაოსმა, ყელში აძგერა

წინამდგომელს ბასრი ოროლი” (576-579).

ხოლო XIII ქებაში ვკითხულობთ: ”პილაიმენევს მეფის ვაჟი ჰარპალიონი. . . (მოკლა მენელაოსმა,

პაფლაგონელები ილიონისკენ) მიაცილებდნენ, მამაც ახლდათ ცმრელთა მფრქვეველი. . .” (643,658).

მენელაოსს ჯერ პილაიმენევსი მოუკლავს, მერე მისი შვილი და, ცხადია, მამას აღარ შეეძლო

13

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!