30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

”გასწიეთ სწრაფად, გაიჭერით წინ, ჩემო რაშნო!

არ გთხოვთ ტიდევსის მამაც ვაჟის ცხენთა უმალეს

405 იჭენოთ, მათ ხომ თვით ათენამ შთაჰბერა ძალა,

განა ქალღმერთმა არ შემოსა დიდებით გმირი

ატრიდის რაშებს დაეწიეთ, ნურას დაუთმობთ!

გასწიეთ სწრაფად, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ ხალხში,

ნუ ჩამორჩებით ფიცხლად გაჭრილ ფეხმარდ ფაშატებს!

410 ვამბობ და ვიცი, რომ ნათქვამი ამისრულდება:

სხვა ხვედრს ნუ ელით ხალხის მწყემსი ნესტორისაგან,

დღესვე სპილენძის იარაღი მოგიღებთ ბოლოს,

თუ სიზარმაცით უკანასკნელ ჯილდოს მოიმკით.

გასწიეთ სწრაფად, გაიჭერით, ბედაურებო!

415 მე კი ვეცდები გამოვნახო რაიმე ხერხი,

რომ უცაბედად ავუქციო გვერდი მეტოქეს”.

ასე ამბობდა. და მეფისგან დაშინებულნი

უფრო გაჭენდნენ ბედაურნი.

დრო არ ითმენდა,

ვიწრო გზა ნახა ანტილოქემ, ბრძოლისმოყვარემ:

420 წყალი, ზამთარში დაგროვილი, გადმოწულიყო

და ოღრო-ჩოღრო გასავალი სულ დაეფარა.

იქით მიქროდა მენელაოს, თანაც ფრთხილობდა.

გზა შეიმოკლა ანტილოქემ, ცხენთა დგრიალით

მენელაოსის ეტლს მხარდამხარ მიუახლოვდა.

425 ატრეიონმა შეშფოთებით შესძახა მხედარს:

”უფუნურად მართავ, ანტილოქოს, მოსწიე სადავე!

ბრძოლა სადავო გამიმართე ფართო შარაზე.

ცხენს ავშარაძე ჩამოქაჩე აქ გზა ვიწროა,

ეტლები ერთურთს შეასკდება!”

ცხენს მათრახს სცემდა

430 და მენელაოსს არც უსმენდა ძე ნესტორისი.

რასაც გადიფრენს ყრმის მარჯვენით ნატყორცნი ბადრო,

ახალგაზრდული სიჩაუქის მაუწყებელი,

იმდენი სივრცე გადასერა წამს ანტილოქემ.

უკან ჩამორჩა მენელაოს, ცხენთა სადავე

435 თვითონ მოსწია, რომ ვიწრობში მათი ეტლები

არ შესკდომოდნენ ერთურთს და არ დამსხვრეულიყვნენ.

დაასკდებოდნენ უმალ მიწას მაშინ მხედრებიც.

თან ანტილოქეს ლანძღვას მოჰყვა მენელაოსი:

”არვინ მეგულვის შენზე მავნე და აქაველნი

440 ამაოდ გთვლიან გონიერად! ასეთი ხერხით

ჯილდოს ვერ ჰპოვებ, სანამ ფიცით არ იტყვი მართალს”.

ასე წარმოთქვა და ხმამაღლა რაშებს დასჭექა:

”რამ დაგაღონათ, რად ჩამორჩით! წინ წაჭრილ ცხენებს

თქვენზე უადრეს დაელევათ მუხლებში ძალა, -

374

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!