30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საჭმელ-სასმელი მოგვაწოდა, ვით სტუმრებს შვენით.

და როცა დავტკბით მისგან უხვად ნამასპინძლევით,

780 სიტყვა დავიწყე, მოგიწოდეთ ლაშქრად წამოსვლა,

თქვენც ბრძოლა გსურდათ. გარიგებდნენ მამები ჭკუას.

პელევსი თავის პირმშოს, პელიდს, ეუბნებოდა:

სხვას აჯობეო, მიწყივ გწადდეს გამოჩენაო.

მენეტიოსი შენ გმოძღვრავდა კეთილშობილი:

785 ”შვილო, პელიდი გვარ-ტომობით შენზე მეტია,

შენ კი - ასაკით. მას მეტი აქვს ძალა და ღონე,

მაგრამ შენ რჩევა გააგონე ყოველთვის ბრძნული.

ვით მეგობარმა, გზა აჩვენე და გამოგყვება”.

ასე გირჩია მამამ, მაგრამ შენ გავიწყდება!

790 ო, ახლა მაინც გაუბედო რჩევა აქილევსს!

განა ღვთით, ძმური შეგონებით არ შეგიძლია

გული შეუძრა მოძმის სიტყვას დიდი აქვს ძალა.

თუკი რაიმე ნამისნევი აშფოთებს მის სულს,

თუკი რაიმე კრონიდისგან აცნობა დედამ,

795 შენ ჩაგრთოს ომში და გაახლოს მირმიდონელნი,

ვინძლო დანაელთ მოევლინო ძლევის შუქურად.

ნება ყოს, მისი საჭურველი რომ შენ აისხა,

იგი ეგონოთ ეგებ ტროელთ, გაექცნენ ბრძოლას,

დანაელნი კი ბრძოლის ველზე სულს მოითქვამენ,

800 უკვე მაშვრალნი. ხანმოკლეა ომში მშვიდობა.

დასვენებული თქვენი რაზმი სპას ბრძოლით დაღლილს

ხომალდებიდან უკუაქცევს გალავნისაკენ”.

ასე თქვა. მკერდში შეუტოკდა გული პატროკლეს.

გემების გასწვრივ პელიდისკენ გაქანდა გმირი.

805 მაგრამ ღმერთის მსგავსი ოდისევსის გემს რომ მიადგა,

სად მოედანი და სახალხო სამსჯავრო იყო,

ირგვლივ ბომონნი აღმართულნი უკვდავ ღმერთების,

შეხვდა დაჭრილი ევრიპილოს ევემონის ძე,

თეძოში ჰქონდა გმირს გაყრილი ბასრი ისარი.

810 კოჭლობდა გმირი, დასდიოდა ოფლი ღვარ-ღვარად,

ცივად ბეჭებზე ჩაურბენდა, სისხლი მოჩქეფდა

ღია ჭრილობას, სული მაინც რჩებოდა მტკიცე.

რომ დაინახა, სიბრალული იგრძნო პატროკლემ

და თანაგრძნობით მიაგება ფრთიანი სიტყვა:

815 ”ვასი, აქაველთ მებრძოლნო და თემისთავებო!

ნუთუ სანუკვარ მამულიდან და მოძმეთაგან

შორს თეთრ სხეულით ილიონის ძაღლებს დააძღობთ

დგანანღა სპანი, მითხარ, გმირო, ზევსის ნაზარდო,

ომში საოცარ გმირ ჰექტორთან შესარკინებლად

820 თუ სულს ღაფავენ დათრგუნვილნი მისი მახვილით”

199

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!