30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მშობელ დიაცთა სატანჯველად, ისე შეიჭრა

აგამენონის სულში ბასრი ტანჯვა ულევი.

ეტლზე ავიდა და უბრძანა სადავეთმპყრობელს

სწრაფად ცარიელ გემებისკენ გეზი აეღო,

275 ხმამაღლივ უხმო დანაელებს ტანჯვით აღვსილმა:

”არგიველთ გმირნო მეთაურნო, ო, საყვარელნო!

ახლა თქვენ გმართებთ ბრძოლის ცეცხლი აშოროთ გემებს,

მე კი როდიღა დამანება ღრუბელთმარეკმა

ეს დღ ბოლომდე ტროელებთან მედგრად მებრძოლა!”

280 ეს თქვა. მათრახი დასცხო ცხენებს ლამაზფაფრიანთ

და გააქროლა მყის მეაბჯრემ ხომალდებისკენ.

ქედზე მოადგათ რაშებს ქაფი, ბუღი ავარდა.

ბრძოლის ველიდან ბრუნდებოდა დაჭრილი მეფე.

თვალი რომ ჰკიდა აგამენონს ლტოლვილს, ჰექტორმა

285 ტროელთ ლაშქარს და ლიკიელებს მხნედ შეუძახა:

”ტროელთა ძენო, ლიკიელნო, დარდანელებო!

გაქვდნდეთ კაცობა, სამამაცნო ზნე გაიხსენეთ!

უმამაცესი გმირი სტოვებს ბრძოლას და ძლევას

მარგუნებს ზევსი! მჟღერფეხება ცხენით მიაწყდით

290 ზვიად დანაელთ, მოიხვეჭეთ სახელ-დიდება!”

ასე შესძახა, სიმამაცე შთაბერა ყველას.

ვით მონადირე თეთრღოჯიან ძაღლებს აქეზებს

გამოსადევნად ლომისა თუ ტყიური ტახის,

ისე ტროელებს მიმართავდა აქაველებზე

295 ჰექტორ, სადარი კაცთმჟლეტი ღმერთის არესის.

დიად საქმეზე მეოცნებე წარუძღვა ლაშქარს,

მტერს ეცა, როგორც ქარაშოტი, ზეცად მბრუნავი

ძირს რომ აწყდება და ღვინისფერ ზღვას ააქაფებს.

რომელი იყო პირველი და რომელი ბოლო,

300 ვინც დასცა გმირი, როს არგუნა კრონიდმა ძლევა

- ასაიოსი, ავტონოოს, შემდეგ ოპიტე,

დოლოპ, კლიტიდი ოფელტიოს, აგელაოსი,

აისომნოსი და ოროსი, ჰიპონოოსი -

სპათა ბელადნი ჩინებულნი, სხვაც - უამრავი.

305 ვით ზეფიროსი მიარეკავს ღრუბელზე ღრუბელს,

ცივი ნოტოსი შმაგი ბერვით აწეწავს, აშლის,

იბორცვებიან ზღვის ტალღბი, ბრუნავს მორევი,

ქაფებს აშხეფებს მრავალ მხრიდან ქარიშხლის ქროლვით,

ისე ცვიოდა მოლაშქრეთა თავები ირგვლივ.

310 აღსრულდებოდა კიდეც საქმე გამოუვალი,

ლტოლვილნი სპანი ხსნად ხომალდებს მიაწყდებოდნენ,

რომ დიომედე არ მოეხმო ომში ოდისევსს:

187

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!