30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

230 ხოლო კრეტელთა სპას მოუძღვის იდომენევსი,

ერთად შეყრილან წინამძღოლნი კრეტელთა ლაშქრის.

მას ხშირად ძმურად მასპინძლობდა მენელაოსი,

როცა კრეტიდან გვეწვეოდა სვიანი გმირი.

სხვასაც ბევრს ვხედავ აქ თვალმახვილ აქაველ მოყმეს,

235 ყველას კარგად ვცნობ, შემიძლია ჩამოგითვალო.

ორი არა ჩანს მხოლოდ ლაშქრის დამწყებთა შორის:

კასტრო-მხდარი, პოლიდევკოს - მხნე მეომარი,

ჩემთან ერთად რომ შვა ამ ქვეყნად ძვირფასმა დედამ.

იქნებ არ დათმეს მხიარული ლაკედემონი,

240 იქნებ გემებიც მოაყენეს აქ საზღვაოსნო,

მაგრამ არა სურთ ჩაერიონ ქმრების დავაში,

ჩემი მტანჯველი, მწველ სირცხვილით შეწუხებულებს!”

ასე ამბობდა, მაგრამ ამ დროს გმირებს ფარავდა

ლაკედემონში მშობლიური წიაღის მიწის.

245 ილონიდან მოციქულებს ცხვარი მოჰყავდათ

ვერლთა ზვარაკად ღვინო - გულის დამატკბობელი

ესხა თხიერში, იდაიოსს მიჰქონდა, მაცნეს,

ოქროს თასებიც და ფიალა შუქმოელვარე.

ეახლა მოხუც პრიამოსს და ასე მიმართა:

250 ”ლაომედონტის ძევ, მობრძანდი, გთხოვენ ბელადნი

მხედარ ტროელთა, რვალით მოსილ აქაველების!

სურთ ბრძოლის ველზე მათ ეწვიო, რომ ფიცი დასდონ.

ალექსანდროს და ღვთაებრივი მენელაოსი

შუბებით გავლენ ქალის გამო შესარკინებლად.

255 ვინც სძლევს, ქალსაც და საგანძურსაც დაეუფლება.

ჩვენ ძმობას ვიტყვით, ღვთაებრივ ფიცს, ტროას დავიცავთ,

ხოლო ცხენმრავალ არგოსს წავლენ არგიველები,

ქალმშვენიერი აქაიაც აქაველთ ელის”.

ასე თქვა. მოხუცს ელდა ეცა. მხლებლებს უბრძანა,

260 ეტლში შეებათ ბედაურნი. შვებით დათანხმდნენ.

კოფოზე დადგა პრიამოსი, აღვირს მოსწია,

გვერდს უმშვენებდა ანტენორი. სკაიას ბჭიდან

ველზე გავიდნენ, გააქროლეს მარდი ცხენები.

როს მიაღწიეს ტროელთა და აქაველთ ლაშქარს,

265 ჩამოხდნენ ცოცხალ არსებათა გამზრდელ მიწაზე

და ტროელთ და აქაველთა პირისპირ დადგნენ.

მათ შეეგებნენ მამაცთ მეფე აგამენონი

და ჭკუაუხვი ოდისევსი.

უკვე მზად ჰყავდათ

ზვარაკი წმინდა ფიცისთვის,

ერთ ფიალაში

270 არიეს ღვინო,

72

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!