30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ასე უთხრა და შემოიხსნა ნემსით ნაჩხვლეტი

215 სარტყელი, იგი ყველა წადილს იტევდა: ტრფობის,

ტრფობის განდობას, სურვილს, ჩურჩულს სიყვარულისა,

სიტყვებს მომნუსხველს გონებისა და გონიერთა.

ჰერას მიართვა და ასეთი სიტყვა მიუგო:

”აჰა სარტყელი მოხატული, უბეს ჩაიდე,

220 მასში იპოვი, რასაც ეძებ. ვფიქრობ არ მოხვალ,

სანამ საწინდელს არ ეწევი და გულისნადებს”.

შვილს გაუღიმა დედოფალმა ხარისთვალებამ,

ღიმილით უბეს ჩაიცურა ჭრელი სარტყელი.

კვლავ შინ შებრუნდა აფროდიტე, ასული ზევსის.

225 ჰერამ დასტოვა მეყსეულად ოლიმპოს თხემი,

პიერიის მთებს, გაშლილ ველებს ემათიოსის

და თრაკიელთა თოვლიან ქედს გადაუქროლა,

არ ეხებოდა ტერფით მიწას ცად მოლივლივე.

ათონის მთიდან ჩამოვიდა ზვირთმრავალ ზღვაზე.

230 ლემონსს ეწვია და ღვთაებრივ თოანტის ქალაქს.

ძილისშორისი ნახა, ღვიძლი ძმა სიკვდილისა.

ხელი მოჰკიდა ხელზე, უთხრა სახელმიგებით:

”ძილო, ღმერთთა და ყველა კაცთა მძლე მბრძანებელო!

თუკი ოდესმე მისრულდები სიტყვას ხალისით,

235 დღესაც მისმინე! უსაზღვროა მადლობა ჩემი.

ძილო, სძლიე და დამიძინე თვალები ზევსის,

როს სარეცელზე სიყვარულით ჩავეკონები.

ჯილდოდ მიიღებ ტახტს მშვენიერს, ოქროთი ნაჭედს,

ღმერთი ჰეფესტო კელოვანი და ხელოვანი

240 შენთვის შეამკობს და მდიდრული ფარდაგით მორთავს,

რომ მოასვენო მეინახემ ნაზი ფეხები”.

დედოფალ ჰერას მოახსენა ძილმა ნეტარმა:

”ჰოი, ქალღმერთო ღირსეულო, კრონოსის წულო,

ყველა ღვთაებას, ზეცად მსუფევს თუ ქვეყნად მცხოვრებს,

245 მე ვძლევ ადვილად, მივაძინებ ხოლმე ტალღებსაც

ძველი ნაკადის - ოკეანის, ყოველთა მშობლის.

მხოლოდ კრონოსის ძესთან, ზევსთან, ვერ მივალ ახლოს,

ვერ მივაძინებ, სანამ თვითონ არ მოისურვებს.

მახსოვს, მან მეხით მომიყვანა ერთხელაც გონზე,

250 როს სულმაღალი ბრუნდებოდა კრონიონის ძე

ილიონიდან, ტროელთ ციხის დამაქცეველი.

იმ დღეს მოვნუსხე ყოვლად ძლიერ ზევსის გონება,

ტკბილად მოვთენთე. შენ კი ლომგულ გმირს თავს დაესხი

და შეარყიე ზღვის ლაჟვარდი შმაგი ქარიშხლით,

255 მოყმე გარიყე შორს, კოოსის ნაპირებისკენ,

მოსწყვიტე ყველას. გაიღვიძა ზევსმა და მეხით

237

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!