30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ტროელთა ქალაქს დასცქეროდა, აქაველთ გემებს.

გული იჯერეს რომ ჭამადით გრუზა აქაველთ.

კარვებს მიადგნენ, შეიმოსნენ აბჯარ-ბექთარით,

55 ტროელნიც ამ დროს ციხე-კოშკში აბჯარს ისხამდნენ,

ლაშქარ-მცირენი, მაგრამ მაინც სისხლიან ომის

მოწადინენი იძულებით< რომ დედაწულნი

დაეცვათ. გახსნეს ყველა კარი. სპა გამოცვივდა

ცხენშეკაზმული თუ ქვეით, ატყდა გნიასი.

60 რაზმი რაზმს შეხვდა გამოჭრილი საპირისპიროდ,

ხმალ-სატევარი შეეხალა, შუბნი და ძალა

კაცთა სპილენძის თოროსანთა, ბაკმული ფარი

ფარს შეელეწა, საშინელი ატყდა გრუხუნი,

ერთურთს შეერთო ძლევის ვაშა, სიკვდილის ვიში

65 მკვლელთა, მოკლულთა და ქვეყანა დაალტო სისხლმა.

სანამდის იყო დილა, წმინდა დღე იზრდებოდა,

ისარნი ამათ და იმათაც მუსრავდნენ შმაგად.

მაგრამ როგორც კი მიაღწია მზემ ცის შუაგულს,

ოქროს სასწორზე მამამ დადო ორი წილხვედრი,

70 სიკვდილის წილი, გაუღვიძარ ძილში შთანთქმელი -

მხედარ ტროელთა, კურტაკიან აქაველთ სპათა.

ხელი ასწია. აქაველთა საბედისწეროდ

დაბლა დაეშვა, ნაყოფიერ მიწამდე წილი,

ხოლო ტროელთა აღიმართა ხომლიან ცამდე.

75 დაიგრუხუნა, ცის ლაჟვარდი გაკვეთა ელვით,

აქაველთ რაზმებს სტყორცნა ცეცხლი. ყველა შეძრწუნდა,

სახეს მოედო ფერმიხდილი საშინელება.

ოდომენევსი შეძრა შიშმა, აგამენონიც,

აიანტებიც, მძლე არესის ორი მსახური.

80 მხოლოდ ნესტორი ამ საშინელ ორმოტრიალში

ვეღარ დაიძრა, თურმე ცხენი დაშავებოდა:

ალექსანდროსმა, თმამშვენიერ ელენეს ქმარმა,

ცხენი იქ დაჭრა, სად ფაფარი თავისქალიდან

კისრისკენ მიდის: სახიფათო მხარეა ფრიად!

85 ყალყზე შემართა, ცხენს შიგ ტვინში მოხვდა ისარი,

გონდაკარგულმა, ჯანგაცლილმა სხვბიც დააფრთხო.

ცხენს რომ მივარდა და ცდილობდა მხცოვანი მეფე

მისი სადავე გადაეჭრა, ჰექტორის რაშნი

ლტოლვილთა შორის შემოჭრილნი მოაქროლებდნენ

90 საშინელ ჰქტორს! დასტოვებდა მოხუცს სიცოცხლე,

რომ კეთილშობილ დიომედეს არ შეენიშნა.

შეჰყვირა გმირმა და მოუხმო მამაც ოდისევსს:

”ლაერტის ძეო, ოდისევსო, ჭკუაულევო!

ზურგს როგორ აქცევ და გარბიხარ, ვით სულმდაბალი

95 უფრთხილდი, შუბი არ გაგირძონ ლტოლვილს ბეჭებში!

138

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!