30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გამოცხადდება, შეუტიე მყისვე სატევრით!”

ასე უთხრა და ჩამოცილდა მოყმეს ათენა.

კვლავ მეწინავეთ შორის ჩადგა მხნე დიომედე.

135 წინათ თუ მის სულს მოსდებოდა ბრძოლის სახმილი,

ახლა სამმაგი ცეცხლი სწვავდა.

ლომს ჰგავდა იგი,

ცხვრების ფარეხთან რომ დაჰკოდა მწყემსმა მსუბუქად.

ძელყორის იქით მსრბოლს ვერ მისწვდა, მხოლოდღა ძალა

ლომს გაუღვიძა, მყის იმედიც დაჰკარგა ძლევის.

140 მწყემსი ფარეხში მიიმალა, ერთურთს მიაწყდნენ

ცხვრები რიალით, გადაჯეგა ერთმა მეორე . . .

ბაკს გადმოევლო შემაღლებულს მძვინვარე ლომი. . .

ასე შევარდა დომედეც ტროელთ რიგებში.

ასტინოს მოკლა, ჰიპეირონ ხალხთა მეუფე,

145 ერთს ზედ ძუძუზე დასცა შუბი ბუნიკიანი,

ხოლო მეორეს ორლესულით მხარი მოსხეპა,

ჩამოათალა მყის ხერხემალს მეომრის ბეჭი.

შემდეგ მიეჭრა პოლიიდოსს და სვიან აბანტს,

ევრიდამანტის მამაც შვილებს, სიზმრის ამხსნელის.

150 ვაგლახ, მოხუცმა ვერ აუხსნა ვაჟებს სიზმარი!

განგმირა, თორნი ააგლიჯა მათ დიომედემ.

შემდეგ შეება ქსანთოსს, თოონს ფენოპოსის ძეთ -

დუხჭირ სიბერის ჟამს შეძენილთ.

მილეულ მოხუცს

სხვა ძე არ ესვა სამემკვიდროდ, ხოლო ვინც ჰყავდა,

155 დასცა მამაცმა, უბედურებს ტკბილი სიცოცხლე

მყის მოუსწრაფა. მამას ცრემლი და შავი სევდა

არგუნა: ვეღარ დაუბრუნდნე ომის ველიდან,

ვერ მოეხვივნენ მშობელს, დარჩა ქოენბა არმად.

იქვე ხელთ იგდო პრიამოსის ორი ძე გმირმა -

160 ერთ ეტლში მდგომნი - ექემონი და ქრომიოსი.

ასე დაესხმის ხოლმე ლომი, ერთბაშად დასცემს

ხბორებს ჭალაში, მწვანე მოლზე მოიალაღეთ.

ორივ ძირს დასცა ტიდევსის ძემ მათს უნებურად,

სული აართვა, თორნი ახსნა, ხოლო ცხენები

165 მეაბჯრეთ მისცა გასარეკად ხომალდებისკენ.

კაცთა მმუსვრელი როს შენიშნა ენეას გმირმა,

ბრძოლის ქარცხეცხლში გაერია, ისრის ზუზუნში,

მიმოიხედა, პანდაროსი ვნახოო ეგებ

და მალეც ჰპოვა ლიკაონის ძე გულზვიადი.

170 შემოეფეთა და მიმართა აღშფოთებულმა:

”პანდაროს! მშვილდი და ფრთიანი ისრები სად გაქვს

სახელს რა უყავ, ვერავინ რომ გეცილებოდა

შენთან რომელი ლიკიელი მოსულა ახლოს!

94

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!