30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ალკანდროსი და ჰალიოსი, შემდეგ ნოემონ

და პრიტიანისი, მეტსაც სძლევდა გმირი ოდისევს,

680 რომ ჰეტორს - ჩაჩქანმოელვარეს არ შეენიშნა:

რაზმს გამოეყო მოკიაფე რვალით მოსილი

და ზარდამცემი დანაელთა.

მეგობარს შვებით

შეხვდა სარპედონ და მთრთოლვარე ხმით შეეგება:

”ნუ დამაგდებო დანაელთა ნადავლად, მიხსენ,

685 ო, მეგობარო! და უკვე თქვეს ციხე-ქალაქში

დამთმოს სიცოცხლემ! ვხედავ, ბედად არ მიწერია

შინ მისულს ჩემი სანუკვარი ქვეყნის მიწაზე

რომ გავახარო მეუღლე და ძე უწლოვანი!”

ეს მიაძახა, მაგრამ ჰექტორს არა უთქვამს რა,

690 არა ჰყოფნიდა მოთმინება, ბრძოლად გაიჭრა

არგიველთ მდევრად და მრავალთა სულთამხუთველად.

ხოლო სარპედონ ღვთაებრივი ველზე ჩამოსვეს

ეგიოხ ზევსის მშვენიერი წიფელის ძირას.

და მაშინ შუბი ამოაძრო მყის ბარძაყიდან

695 მისმა მამაცმა მეგობარმა, მძლე პელაგონმა.

სულმა დატოვა, დაუღამდა თვალნი სარპედონს.

კვლავ დასცად კვნესა, დაუქროლა ქარ-ბორეასმა

გამოაცოცხლა. სამშვინველით აევსო მკერდი.

არგიველთ სპანი მედგრად დახვდნენ არესს და ჰექტორს,

700 მჭიდროდ შეკრულნი: არც გარბოდნენ ხომალდებისკენ,

არც წინ გაჭრილან. ნელა თმობდნენ ბრძოლის სარბიელს,

რა ესმათ, ტროელთ გვერდით თვითონ არესი დგასო.

ვინ იყო პირველ, ანუ ბოლო, რომელთ აღხადა

ჰექტორმა ფარი და ბექთარი, ანუ არესმა

705 უკვდავთ სადარი ტევთრანტი და გმირი ორესტე,

ტრექოსი, აინომაონტი ეტოლიელი,

ენოპოსის ძე ჰელენოსი, ორესბიოსი

ჰილეს მცხოვრები, სიმდიდრეზე დახარებებული.

კეფისის ტბასთან ჰქონდა სახლი, სად იყვნენ სხვანიც

710 ბეოტიელნი, ნაყოფიერ ყანის მფობელნი.

ეს რა იხილა მხრებქათქათა ქალღმერთმა ჰერამ -

მამაც არგიველთ ხოცვა- ჟლეტა შერკინებისას,

სწრაფად ათენას მიაგება ფრთიანი სიტყვა:

”ვაგლახ, ასულო უძლეველო ეგიოხ ზევსის!

715 მე და შენ სიტყვა მენელაოსს ვამცნეთ ამაო -

ვითომ რაო და, ტროას დასცემ ქაონგურებიანს,

შინაც მიხვალო. ჩვენ კაცთამჟლეტ არესსა ვწყალობთ,

მაგრამ თვით გვმართებს ფიქრი ბრძოლის სიმამაცეზე!”

107

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!