30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

425 ოქროს სარტყელმა გაუკაწრა ნაზი ხელები”

ასე თქვა. ღიმი მოეფინა ღმერთთა მეუფეს.

მოიხმო ოქრო-აფროდიტე და ტკბილად უთხრა:

”შენ არ შეგშვენის, შვილო ჩემო, ომის გუგუნი.

მიხედე ვნებამორეული ტრფიალის ალმურს,

430 ბრძოლის სადავე ათენას და არესს დაუთმე”.

ასე მიმართეს ოლიმპოზე ერთურთს ღმერთებმა.

ამ დროს ენეასს თავს დაესხა გმირი ტიდიდი,

თუმცა უწყოდა, რომ სწყალობდა ყრმას აპოლონი,

თვით დიად ღმერთსაც არ შეუდრკა, სურვილი სწვავდა

435 მოყმის მოსპობის და მის აბჯრის დაუფლებისა.

სამგზის მიეჭრა აღგზნებული, სამგზის შემართა

ძლიერმა ღმერთმა აპოლონმა მეომფრი ფარი,

როცა მეოთხედ მიეძალა, ვით დაიმონი,

მრისხანედ უთხრა აპოლონმა ისრის მტყროცნელმა:

440 ”გონს მოდი, შესდექ! არ გაივლო გულში ფიქრადაც,

ღმერთს გაუტოლდე! არასოდეს დაემსგავსება

ქვემეთრევ კაცთა ჯილაგს მოდგმა უკვდავ ღმერთების!”

ასე უბრძანა. შორიახლო შედგა ტიდიდი,

შორსმოისარი აპოლონის რისხვით შემდრკალი.

445 ღმერთმა ჭაბუკი ენეასი ბრბოს გაარიდა

და პერგამოსის თხემზე დასვა თავის ტაძარში.

იქ მოყმეს ლეტო და არტემის - ისრის მტყორცნელი

კვლავ უბრუნებდნენ ძალასა და მშვენიერებას.

შექმნა ვერცხლისფერმშვილდოსანმა აპოლონ ღმერთმა

450 ამ დროს აბჯროსან ენეასის ცოცხალი ხატი.

მის ახლოს ტროელთ და აქაველო სპა აირია,

ხარის ტყავს, მკერდზე გადაჭიმულს, აპობდნენ გმირნი,

დიდთა თუ მცირე ფართა ბრწყინვა თვალებს ჭრიდა.

შმაგ არესს უთხრა სხივოსანმა აპოლონ ღმერთმა:

455 ”არეს, ო, არეს! კაცთა მჟლეტო, ბჭეთა მნგრეველო!

განა არ გინდა გაიყვანო ბრძოლის ველიდან

მოყმე, რომელიც თვით მამა ზევსს არ შეუდრკება

ჯერ ხელში დაჭრა კვიპროსელი შუბით და შემდეგ

მე შემეგება საშინელი, ვით დაიმონი!”

460 ასე უთხრა და პერგამოსის თხემზე დაბრუნდა.

ხოლო არესი გაეშურა ტროელთ საშველად,

თრაკიელთ მეფის აკამანტის სახე მიიღო,

პრიამოსის ძეთ, ზევსის შობილთ შეჰყივლა ღმერთმა:

”ზევსის შობილი პრიამოსის ძენო სვიანნო!

465 დიდხანს გსურთ ჟლეტა შეარჩინოთ აქაველთ ლაშქარს

101

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!