30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საბედისწერო დღეს, როს პელიდს ჯილდო წავგვარე.

90 რა უდნა მექნა, ყველაფერი იკისრა ღმერთმა -

ზევსის ასულმა ატემ - წყენამ, კაცს რომ აბრმავებს.

ულმობელს ნაზი ტერფები აქვს, ფეხით მიწის მტვერს

არც კი ეხება, გადაივლოს მოკვდავთა თავებს

და საწყლავს, ადვილად აქცევს მრავალს თავის ბადეში.

95 ოდესღაც ზევსიც დააბრმავა, უზენაესი

ყველა ღმერთზე და ყველა კაცზე. ჰერამ ზევსიც კი,

თუმცა ცოლია თვითონ ზევსის, მშრალზე დატოვა

იმ დღეს, როს დედა ბედნიერი, ტურფა ალკმენე

მზად იყო ეშვა მძლე ჰერაკლე თებეს ციხეში.

100 ზევსი ამბობდა ქედმაღლურად უკვდავთა შორის:

მისმინეთ, ღმერთნო და ქალღმერთნო, მინდა გაუწყოთ,

რას მითქვამს გული: ახლა ქვეყნად მოავლენს ყმაწვილს

ეილითია, ღმერთი, შემწე მშობიარეთა.

რაც კი ხალხია მის გარშემო, მათზე იმეფებს

105 მოყმე, ნაყოფი კაცთა მოდგმის და ჩემი სისხლის!

მზაკვრობა ჰქონდა გულში, როცა ზევსს უთხრა ჰერამ:

”ეგ ტყუილია! შენ არასდროს ასრულებ სიტყვას!

მაშინ გაბედე, შემოგვფიცე ოლიმპიელო,

რომ რაც ხალხია მის გარშემო, მათზე იმეფებს

110 მოკვდავი, დღეს რომ ჩაგორდება დედის კალთაში,

მოყმე, ნაყოფი კაცთა მოდგმის და შენი სისხლის!”

ასე უთხრა და როდი იგრძნო ზევსმა ოინი,

ფიცი დადო და სანანებლად გაუხდა შემდეგ.

ჰერამ დატოვა მეყსეულად ოლიმპოს ბორცვი.

115 აქაველთ არგოს მიაღწია, სადაც ადრევე

ეგულვა ცოლი პერსეიდი სთენელოსისა.

ძეს მეშვიდე თვეს ატარებდა წიაღით დედა.

ვადამდე შვილი აშობინა. ალკმენეს შობა

კი დაუყოვნა, მოაშორა ეილითია.

120 შემდეგ მივიდა კრონიონთან და ასე უთხრა:

”ზევსო მამაო, გულზე გაჭდევ შენსავე სიტყვას -

იშვა მოკვდავი, ვინც იმეფებს არგოსის მხარეს,

ყრმა ევრისთევსი, პერსეიდი სთენელოსის ძე,

შენივე მოდგმის! არ იქნება მეფე უღირში! . . .”

125 ასე უთხრა და მწყველი დარდი გულში აუნთო.

ზევსი მყის მიწვდა ატეს ლამაზ დალალ-კავებში,

განრისხებული ფიცსა დებდა შავღრუბლიანი,

რომ ოლიმპოზე, ვარკსვლავებით მოჭედილ ცაზე

ვერასდროს ავა ატე, თვალთ დამავსებელი.

130 ხელი მოწყვეტით მოიქნია, ცას ვარსკვლავიანს

მოსხლიტა იგი, კაცთა საქმე არგუნა წილად.

ზესვსი გმინავდა, როს ხედავდა ძეს უსაყვარლესს,

ევრისთევსისთვის სამარცხვინო უღლით გატანჯულს.

318

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!