30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

პოლიპოიტეს მეგობრები გაიქცნენ შემდეგ

და სიხარულით ხომალდისკენ წაიღეს ჯილდო.

850 მოისართ გმირმა აქილევსმა ჯილდოდ აღუთქვა

ათი სეკირა ორლესული, ათიც ცალპირა.

შორით, ქვიშრობში, შავმკერდიან გემის ანძაზე

წვრილი კანაფით ნაზი მტრედი მიაბმევინა

და შორსმოისართ დაუნიშნა მიზნად ფრინველი.

855 ასე უბრზანა: ”ვინც ფრთხიალა მტრედს მოახვედრებს,

ვით გამარჯვებულს, ორლესული ცული ეკუთვნის,

ვინც კანაფს გასწყვეტს, ხოლო ფრინველს ააცდენს ისარს,

ძლეულად ჩავთვლი და უბრალო სეკირას მივცემ!”

ასე ამბობდა და წამოდგა ძლიერი ტევკროს,

860 კრეტელთა მეფე მერიონეც. წილი უყარეს

სპილენძის ზუჩში.

ტევკროსს ერგო პირველი სროლა,

მყისვე ისარი საშინელი ძალით გატყორცნა,

მაგრამ მან აღთქმა თავის დროზე არ შეუსრულა

უფალ აპოლონს, ჰეკატობმე არ შეუწირავს,

865 ამიტომ ნიშანს ააცდინა ღვთის შერისხულმა.

ისარი მხოლოდ კანაფს მოხვდა, მტრედის საბამი

ზედ მის ფეხებთან გადაიჭრა, შეიფრთხიალა

და ცად აიჭრა აშვებული, ქარმა საბელი

ძირს ჩამოაგდო. დანაელებს ოხვრა აღმოხდათ.

870 მყის მერიონემ გამოსტაცა ნაღვლიან ტევკროსს

მშვილდი, ისარი წინასწარვე, მზად ჰქონდა უკვე

გულში აღუთქვა შორსმოისარ უფალ აპოლონს

სამადლობელი ჰეკატომბე შესაწირავად.

მაღალ ღრუბლებთან მოფარფატე მტრედი შენიშნა,

875 ირაოს სცემდა. . . გაუყარა ფრთებქვეშ ისარი,

ნაკრტენი გაჭრა ისარმა და უკან დაეშვა,

მიწას ჩაეჭდო გმირის ფეხთან, ხოლო ფრინველი

ლაჟვარდი ციდან ანძისაკენ წამოფრთხიალდა

ქედდადრეკილი და უღონოდ ფრთებჩამოყრილი.

880 სული აღმოხდა. გემიდან შორს მტვერში დაეცა.

გაოცნდნე ამის შემხვედელი არგიველები.

ყველა სეკირა ორლესული ხვდა მერიონეს,

ძლეულ ტევკროსს კი უბრალონი მიჰქონდა გემზე.

პელიდმა შუბი მოიტანა და მაზმაროთი,

885 სუფთა, ჯერ ცეცხლზე შეუდგმელი, ზროხის ფასისა,

ორი ძლიერი შუბოსანი წამოდგა ზეზე:

ხალხთა მეუფე აგამენონ ატრეიონი

და მერიონე, მძლე მეაბჯერე იდომენევსის.

385

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!