30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ჩემზე განთქმულო და ჩემზევე მძლე მეომარო,

იცოდე, მაინც შორს ჩამომრჩი განსჯით და ცოდნით:

უადრეს შობილს უმეტესი მინახავს ქვეყნად.

220 დაგიცხრეს სული, გმირო, ჩემი კეთილი რჩევით.

ომში კვეთებით მალე ძღება ვაჟკაცთ გული,

როცა თავთუხებს ძირს დააფენს სპილნეძი უხვად.

მკაცა ძნელდება, ოდეს დახრის სასწორს კრონიდი -

მოყმეთა შორის გადამწყვეტი ბრძოლის ბედისა.

225 ამიტომ მკვდრებზე გვმართებს ვწუხდეთ არა სტომაქით:

მარაღე მწკრივი მწკრივზე წვება აქაველთ სპათა,

ვინ და როდისღა მოასწრებდა სულის ამოთქმას

ჩვენი ვალია მივაბაროთ მიწას მოკლული,

ისევ გავმხნევდით, როს მთლი დღ მკვდარს დავიტირებთ.

230 და ვინც ცოცხალი გადაურჩა დამღუპველ ბრძოლას,

უნდა გამაგრდეს პურ-ღვინოთი, რომ ახლა ძალით

შეებას მტერს და კვლავ იბრძოდეს მუხლჩაუხრელად,

მტკიცე სპილენძით შეჯავშნული.

დაე, ნურავინ

აყოვნებს წასვლას, სხვა ბრძანებას ნურვინ ელის!

235 ყველას დაღუპავს ის ბრძანება, ვინც კი გემებთან

დაიმალება არგიველი.

მალე ტროელებს

ჩვენ შევესევით და საშინელ ომს გავაჩაღებთ!”

გაიხმო ძენი ნესტორისნი, მძლე ფილეიდი

მეგეტი, გმირი მერიონე, მძლავრი თოანტი,

240 კრეონტიადი ლიკომედე, მელანიპოსი.

იჩქარეს მისვლა აგამენონ მეფის კარავთნ.

შვიდი სამფეხა წამოიღეს შეპირებული,

ოცი კარდალაც, თორმეტივე ცხენი მოასხეს,

245 შვიდი ქალწული ხელოვანი, არ დასაწუნი

და მერვე - ღაწვებალანძული ბრისეს ასული.

ოდისევსს ოქრო გადაუწყავს ათი ტალანტი

ად თვით მოჰქონდა, ჭაბუკებს კი - სხვა მოსაკითხი.

დასის წინ დადეს.

ზე წამოდგა აგამემნონი.

250 ხელით ეჭირათ ტალთიბიოსს, ხმით ღმერთის ბადალს,

ბურვაკი, მაცნე თვის მბრძანებელს გამოეცხადა.

ატრიდმა იძრო მეყსეულად მძლავრი მარჯვენით

ბასრი ხანჯალი, ხმლის გვერდით რომ ეკიდა მუდამ,

ჯაგარი წაჭრა ბურვაკს, ხელნი მაღლა აღაპყრო,

255 ზევსს შეღაღადა. არგიველნი ისხდნენ და მეფის

სიტყვას ისმენდნენ ყურადღებით, სულგანაბულნი.

ის ლოცულობდა, სასოებით ზეცის შემყურე:

”ზევსი მემოწმოს უმძლავრესი, უზენაესი,

მზე, დედამიწა, ქვეშეთს მყოფი ერინიები,

321

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!