30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

როგორც კი თვალი მოჰკრა შიშველს ძეს პრიამოსის,

50 უფარ-შიმშეროდ დაუშუბოდ წყლიდან ამოსულს,

ყველაფერი რომ მიუყრია, დაღლილობისგან

ოფლი სდენია და მუხლები ათრთოლებია,

გაოცებულმა აქილევსმა შესძახა რისხვით:

”ვა-ვაი! ეს რა სასწაული ნახა თვალებმა!

55 ალბათ, ტროელნი, ვინც ბრძოლაში მე თვით მომიკლავს,

კვლავ აღდგებიან, გასცდებიან წყვდიადს ქვეშეთის,

თუკი ეს კაციც დამიბრუნდა! შავ დღეს გაექცა

კუნძულ ლემნოსზე გაყიდული, ვერც წყლის მორევმა

დააკლო რამე, არვის რომ არ ინდობს ხოლმე!

60 მაგრამ დე ახლა იგრძნოს წვერი ჩემი შუბისა,

მინდა ვნახო და დავირწმუნო გული ერთხელაც:

ნუთუ იქიდან დაბრუნდება, სადაც ჩაიკრავს

მიწა-მშობელი, მასზე მძლავრთა შემკავებელი!”

მოყმე აქილევსს ცოცხალ-მკვდარი მიუახლოვდა,

65 მზად იყო, ფეხზე მოხვეოდა. ვერ იტყვის ენა,

თუ როგორც სურდა ასცდენოდა შავ ბედისწერას.

შუბი შემართა აქილევსმა, ტყორცნა მზად იყო,

მაგრამ ჭაბუკმა მოირბინა, მიწას განრთხმული

ფერხთ მოეხვია. მოზუზუნე შუბი ზურგს უკან

70 მიწას ჩაეჭდო, აცახცახდა სისხლის მწყურვალი.

მავედრებელი მოხვეოდა პელიდის მუხლებს,

და ცალი ხელით აქილევსის შუბს ჩაფრენოდა,

ეხვეწებოდა, მიმართავდა ფრთიანი სიტყვით:

”შენ მუხლს ვეხვევი, ო, აქილევს, იყავ მოწყალე!

75 ზევსის ნაზარდო, ვით მლოცველი, გესასოები!

გახსოვს, დამატკბე ლმობიერად დემეტრეს ძღვენით

იმ დღეს, როს მამის წალკოტიდან ტყვედ წამიყვანე

შემდეგ გამყიდე, დამაშორე მამას და ძმებსაც

და ლემნოსის ტყვემ ფასად ასი ზროხა გარგუნე.

80 ახლა სამმაგი ფასი გელის! მინათბს მხოლოდ

მეთორმეტე დღე, რაც ვეწვიე ისევ ილიონს.

ბევრი ვეწამე. . . შემახვედრა კვლავ შენთან ბედმა!

ჩანს, ვძულვარ კრონიდს, ხელმეორედ რაკიღა შენთან

მოსვლა მარგუნა! ლაოთოემ, მოხუც ალტოსის

85 ასულმა მშობა მე, საწუთრომოსწრაფებული.

ომისმოყვარე ლელეგებზე მეფობს ალტოსი,

ფლობს სატნიონის პირას ქალაქს - ბჭემაღალ პედასს,

მისი ასული ერთ-ერთ ცოლად ესვა პრიამოსს.

ორი ძე ჰყავდა, ორივ შენი წერა გამხდარა!

90 ჩემი ძმა უკვე შემოგაკვდა მეწინავეთა

შორის - ოროლით, ღვთაებრივი პოლიდოროსი.

მეც არ ამცდება შავი ბედი, ვიცი, შენს ხელებს

ვერ გავექცევი, რაკი წილად მხვდა ეს შეხვედრა!

339

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!