30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ბრწყინვალე ეტლი

შემოაბრუნეს, გააქროლეს ილიონისკენ.

მაშინ ჰექტორმა პრიამეს ძემ და ოდისევსმა

315 გაზომეს ბრძოლის ასპარეზი, შემდეგ ჩაყარეს

წილის სპილენძის მუზარადში, რომ გაერკვიათ,

ვის ერგებოდა შუბის ტყროცნა თავდაპირველად.

ირგვლივ ლაშქარი ლოცულობდა ხელაპყრობილი.

ბევრი ტროელი ღაღადებდა და აქაველი:

320 ”იდას თხემიდან მბრძანებელო მამაო ზევსო!

ვინც მიზეზია დამღუპველი შუღლის და ომის,

დამარცხებული დაანარცხე ჰადესის მღვიმეს,

ჩვენ კი ფიცი და მეგობრობა კვლავ განგვიმტკიცე!”

ჰექტორმა თვალი მოარიდა, ისე უყარა

325 ჩაჩქანში წილი, პარისს ერგო პირველი ტყროცნა.

დასხდნენ მებრძოლნი, მიატოვეს მარდი ცხენები

და ათასფერი საომარი აკაზმულობა

თორნ-მუზარადით აღიჭურვა ღვთიური გმირი

ალექსანდროსი, ლამაზთმიან ელენეს ქმარი.

330 ჯერ თეთრ ფეხებზე დაიმაგრა საბარკულები,

მჭიდროდ შეკრულნი, ვერცხლის სალტით შემოსალტულნი.

წვივი დაიცვა, მორგებული თორნი ჩაიცვა,

სახელოვანი საჭურველი ლიკაონის ძმის,

მხარზემოთ ხმალი გადაიგდო, ვერცხლის სამსჭვალი

335 და რვალის პირი რომ შვენოდა, ფარი ხელთ ეპყრა.

მოყმეს ჩაჩქანი მოკაშკაშე ეხურა თავზე,

ზუნჩზე მრისხანედ ქანაობდა ძუა მერნისა.

მძიმე შუბს დასწვდა, ხელთ რომელიც პირველად მოხვდა.

იმავდროულად აღუჭირვა მენელაოსიც

340 როცა აისხეს იარაღი თავ-თავის რაზმში

ორივე ჩადგა ტროელთა და აქაველთ შუა.

თვალნი მრისხანედ უელავდათ, შიშის ზარს სცემდნენ

ლამაზაბჯროსან აქაველებს და მხედარ ტროელთ.

მიუახლოვდნენ ერთურთს გმირნი და დათქმულ ადგილზე,

345 შუბი შემართეს მძვინვარებით.

ალექსანდროსელმა

პირველმა სტყორცნა მტერს ორგული გძელჩრდილიანი.

ატრიდს მრგვალ ფარზე შეელეწა შუბი, სპილენძმა

ვერ გააღწია, გაიღუნა მყისვე ბუნიკი.

მომხვდურს სპილენძი მოუღერა მენელაოსმა,

350 მამაზეციერ ზევსს მიმართა მხურვალე ლოცვით:

”შენ შემეწიე, რომ ოჯახის შემგინებელი

ალექსანდროსი ჩემი ხელით მიწას დაასკდეს.

რომ მოერიდოს შორეული შთამომავლობაც

74

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!