30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

რომ აქილევსისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია საჩუქრები. სხვათა შორის, როგორც ქვემოთ ვნახეთ,

იმავე ქებაში აქილევსი დიპლომატიური მოსაზრებით თავის რისხვას ზევსს აბრალებს, XVI სიმღერაში

კი, როგორც ვხედავთ, პირიქითაა.

მეხუთე. სიტყვის დასასრულს აქილევსი მიმართავს ზევსს, ათენას, აპოლონს: ნეტავ ტროელებმა

და აქაველებმა სულაც ერთურთი მოსპონო. სწორედ აქ არის აქილევსის ტაქტიკური ჩანაფიქრის

გასაღები: გმირი პატროკლეს ავალებს მაშინვე შეწყვიტოს ბრძოლა, როგორც კი ხომალდებს

გადაარჩენს, არა იმიტომ, რომ ბერძნებს საჩუქრები გააღებინოს, მიზანი სხვა არის. პატროკლე ხომ

ტროელებს იმიტომ უნდა შებრძოლებოდა, რომ მირმიდონელთა გემები გადაერჩინა

განადგურებისაგან, ხოლო როცა ამ საქმეს გააკეთებდა, მტერს ილიონამდე არ უნდა გაჰყოლოდა, რათა

ტროელებს კვლავ მისცემოდათ ბერძნებთან ბრძოლის საშუალება. ეს კი ორივე ბანაკის დასუსტებას

გამოიწვევდა და ამაში ხედავდა აქილევსი მირმინდოელთა ხსნას.

ჩვენთვის ცხადია, რომ ასეთი საშინელი წყევლა არ უნდა დასცდენოდა ბერძენ

მხედართმთავარზე განრისხებულ ბერძენ გმირს. ეს შეეძლო ეთქვა მხოლოდ პელაზგ აქილევსს,

რომელიც ტროადაში არც ბერძენთ და არც ტროელთა გამარჯვებით არ იყო დაინტერესებული.

სწორედ ამიტომაც აქილევსი გადამწყვეტ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ დგამს, როცა დაინახავს, რომ

ტროელებმა სძლიეს აქაველნი და უკვე მირმიდონელთა გემებს ესხმიან თავს. მაშინ მიმართავს

აქილევსი პატროკლეს:

გმირო პატროკლეე! ო, იჩქარე, ჩემო მხედარო!

ვხედავ, გიზგიზებს უკვე გემზე ცეცხლი შთანთქმელი.

თუ ხომალდები ხელთ ჩაიგდს, გზაც მოგვეჭრება!

(XVI, 126-128).

საყურადღებოა, რომ ტროელებს აქილევსი ბერძენ მეომრად კი არა, ბერძენთა მეგობრად, მათს

მოკავშირედ მიაჩნიათ:

იფიქრეს, ალბათ, უქმად მყოფმა პელეიონმა

რისხვა დააგდო და კვლავ მიდრკა მეგობრობისკენ

(XVI, 281-282).

XVI ქებაში აქილევსი ზევსს მიმართავს, როგორც პელაზგურ ღვთაებას: ”ზევსო, დოდონთა და

პელაზგთა უფალო. . .”

აქილევსი ბერძენთა მხედრობაში ყველასაგან გამოირჩევა, მის მკლავებზე გადადის ბრძოლის

სიმძიმე, მას, როგორც ღმერთს, ადიდებენ ბერძნები. საშინლად ძრწიან მის წინაშე ტროელები, მისი

მხოლოდ გამოჩენაც საკმარისია, რომ ტროელთა მხედრობა შძრწუნებული გაიქცეს, თავი შეაფაროს

ციხე-ქალაქს. აგენორი აქილევსზე ამბობს, რომ იგი ადამიანთა შორის უძლიერესია (XXI, 566),

აქილევსი უპირველესია გმირთა შორის (XVIII, 437), აქილევსს არ აშინებს ისიც, რომ ბედისწერით

მასაც ტროადაში უნდა მოეღოს ბოლო. ჰექტორის მოკვლის შემდეგ აქილევსს სიკვდილი უწერია,

მისი აღსასრულიც ახლოვდება, მაგრამ გმირი შურისძიების მიზნით კლავს ჰექტორს და მას, უკვე

მოკლულს, მიმართავს:

ჩაძაღლდი! მე კი გულის თრთოლვით შევხვდები სიკვდილს,

როცა მომივლენს ყველა ღმერთი და მამა ზევსი!

(XXII, 365-366).

შესანიშნავია ”ილიადაში” ეპიზოდი, როცა პატროკლეს მოკვლით თავზარდაცემული აქილევსი

ღრუბელივით მოღუშული გადმოდგება სერზე და გადახედავს ბრძოლის ველს. სამჯერ შემზარავად

იჭექებს გმირი და შეძრწუნებული ტროელები გარბიან ქალაქისაკენ (XVIII, 200-235). აი, ასეთია

აქილევსი.

ჰომეროსისთვის აქილევსი ბრძოლაში გამარჯვებას უტოლდებოდა, მაგრამ პოეტს არ შეეძლო

არაბერძნული წარმოშობის გმირის განსადიდებლად დამცრო თვით ბერძენი გმირების ავტორიტეტი.

პირიქით, აქილევსის ბრძოლაში არყოფნით სარგებლობს პოეტი, რათა აამაღლოს ბერძენი გმირების

დიდება, აჩვენოს ბრძოლაში მათ მიერ ჩადენილი გმირობის სასწაულები.

ჰომეროსის წინაშე ასეთი დილემა დგას: მეათე წელია მიმდინარეობს ბრძლა ტროის

23

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!