30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ნაიალაღარ ხარს გაუპობს თავს, გადაუჭრის

ძარღვბს, შეხტება მოზვერი და დაენარცხება.

ასევე შეხტა მოწყლული და დაეცა პირქვე,

შუბი შეირხა მუცელში და მოუსპო ძალა.

525 ჰექტორმა სტყორცნა ავტომედონტს ელვარე შუბი,

მან კი შენიშნა და გაექცა რვალის მუქარას,

წინდ დაიხარა, მის თავს ზემოთ გადაფრენილი

მიწას ჩაეჭდო შუბი, ბოლო უცახცახებდა,

სანამ არ დაცხრა მძვინვარება შმაგი არესის.

530 ხმალდახმალ გმირნი ერთურთს კიდეც შეებმებოდნენ,

რომ აიანტებს მათი ბრძოლა არ ჩაეშალათ.

მტერი აჩეხეს და მოიჭრნენ მეგობრის ხმაზე.

მოსულთა რიდით დაიხიეს გმირმა ჰექტორმა

და ენეასმა, ქრომიოსმა - სადარმა ღმერთის.

535 არეტოს იქვე მიატოვეს მკერდგანგმირული,

მიწას განრთხმული. ავტომედონტს ძალისმხმეველმა,

ახადა მოკლულს საჭურველი და თქვა ზეიმით:

”ეჰ, ოდნავ მაინც გადავიგდე გულიდან დარდი

პატროკლეს გამო, თუმცა ბევრად სუსტი განვგმირე!”

540 თქვა და ისროლა სისხლიანი ნადავლი ეტლში,

ზედვე ავიდა თვითონ. სისხლით იყო მოთხვრილი,

ვით შმაგი ლომი, ახლახან რომ მოკლა კანჯარი.

პატროკლეს ირგვლივ კვლავ განახლდა საზარი ბრძოლა,

მრავლის მომყვლელი. აღაგზნებდა ათენა სახმილს,

545 რომელიც ზეცით მოავლინა ღრუბელთმარეკმა

დანაელთ შემწედ: მოუბრუნდა ზევსს მათზე გული.

გეგონებოდა, ცისარტყელა ზევსს სისხლისფერი,

მოუვლენია სასწაულად, ნიშნად ომისა,

ანდა ტაროსის, მხვნელ-მთესველებს რომ აიძულებს

550 დატოვონ ყანა, ჯოგს წაუხდენს ხოლმე გუნებას.

იმასა ჰგავდა მეწამული ღრუბლით მოსილი

ზევსის ასული. აქაველთა სულს აღაგზნებდა.

პირველად უთხრა ატრევსის ძეს, მხნე მენელაოსს,

ყველაზე ახლოს რომ აღმოჩნდა მფარველ ქალღმერთთან,

555 ღმერთს ჰქონდა, სახე ფოინიქსის და ხმა ძლიერი:

”სირცხვილი გელის, მენელაოს, და საუკუნო

თავლაფის დასხმა, თუ პელიდის ერთგულ მეგობარს

ტროელთ ციხესთან დაძიძგნიან მარდი ძაღლები!

მედგრად დაჰკარი და აღძარი მთელი მხედრობა!”

560 მყისვე მიუგო მძლე მებრძოლმა მენელაოსმა:

”მამავ ფოინიქს, დიდი ხნის წინ შობილო! ნეტავ,

მომცეს ათენამ მკლავის ძალა, მიხსნას შუბისგან!

295

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!