30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მთებში გაზრდილი და ამაყი ლომი როდესაც

მოიალაღე ჯოგს მოსტაცებს უკეთეს ძროხას,

მაშინვე ყელში ეძგერება ბასრი კბილებით.

შემდეგ ნთქავს სისხლსაც, ცხელ შიგნეულს, ხარბად

ფლეთს სხეულს.

65 ირგვლივ ძაღლების წკავ-წკავია, და მოშორებით

ნადირს გლეხები უყივიან, მაგრამ წინ გასვლას

ვერავინ ბედავს, შიშისაგან წასვლიათ ფერი. . .

ასე ტროელნიც არ გაუშვა გულმა, რომ მედგრად

შერკინებოდნენ მენელაოსს, დიდებით მოსილს.

70 მალე საჭურველს წაიღებდა პანთოიდისა,

რომ მისი ჯიბრით შორსმოისარ უფალ აპოლონს

ჰექტორი, მსგავსი არესისა, არ გაეძრახა.

კიკონელთ მეფის მენტეს სახე მიიღო მაშინ

და ისე უთხრა ფოიბოსმა ფრთიანი სიტყვა:

75 ”ჰექტორ, ამაოდ მისდევ ცხნებს ეკადისა,

მოუხელთებელთ. სასტიკია მათი ბუნება,

ყველა კაცს, მოკვდავს, უჭირს მათი მართვა და დევნა,

გარდა უკდავი დედის შვილის - აქილევსისა!

შენს აქ ყოფნაში ატრევსის ძემ მენელაოსმა,

80 როცა პატროკლეს გვამს იცავდა, ბოლო მოუღო,

დათრგუნა ძალა პანთოსის ძის, მძლე ევფორბოსის!”

თქვა და კვლავ ღმერთი მიუბრუნდა კაცთა საჯაფარს.

ჰექტორს კი დარდმა შეუკუმშა მაშინვე გული.

გარშემო ლაშქარს გადახედა, უმალ შენიშნა

85 მოყმე საჭურვლის მტაცებელი, სხვა მოყმეც, მიწას

უხმოდ განრთხმული, იარიდან მჩქეფარე სისხლი.

იქით გაიჭრა, აღჭურვილი ელვარე რვალით,

მოყიჟინე და სწრაფი, როგორც ჰეფესტოს ცეცხლი.

ატრიდს შეესმა უმალვე ხმა ომახიანი.

90 და კეითილშობილ გულში ფიქრი გაივლო გმირმა:

”ეჰა! ბექთარიც თუ დავთმე და პატროკლეს გვამიც,

რომელმაც ჩემი ღირსებისთვის დათმო სიცოცხლე,

დამგმობს ყოველი დანაელი, ვინც დამინახავს!

თუ ჰექტორს დავხვდე, რაკი ლტოლვა სამარცხვინოა,

95 და ტროელთ ლაშქარს, ერთს შემხვდება სიმრავლე სპათა -

ზუჩმოელვარე ჰექტორს აქეთ მოჰყავს ტროელნი!

მაგრამ ამ ფიქრებს გული ტკბილად რად მისცემია

ვინც ბედავს ღმერთის უნებურად ებრძოლოს მოყმეს

ღმერთის მიერ დაცულს, არ ასცდება უბედურება.

100 მე არ დამგმობენ დანაელნი, თუ ავერიდე

გმირთან შეხვედრას: ღმერთის შეწევნით იბრძვის ჰექტორი!

თუ ვნახე სადმე აიანტი, სულმხნე, უშიში,

ჩვენ კვლავ ვიფირებთ ფიცხელ ომზე, გინდ დაიმონი

284

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!