30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

340 დღენეტარ ღმერთებს რომ სდით ხოლმე, ოლიმპიელებს.

ისინი პურს არ მიირთმევენ, არც ყურძნის მტევანს,

მათ სხვა სისხლი აქვთ, უკვდავებიც იმიტომ ჰქვიათ.

მწარედ შეჰკივლა, გაუვარდა ხელიდან შვილი.

მსწრაფლ შეეშველა აპოლონი, ყრმა აიტაცა,

345 ღრუბლით დაფარა, რომელიმე დანაელს ვინძლო

არ განეგმირა რვალით, სული არ ამოერთვა.

მაშინ მრისხანედ დიომედემ შესძახა ქალღმერთს:

”ზევსის ასულო, ომს დაეხსენ და მიიმალრე!

არ კმარა განა სუსტ ქალებს რომ შეაცდენ ხოლმე

350 თუ კვლავ გაბედავ გაერიო მებრძოლთა შორის,

მჯერა, ხსენებაც თავზარს დაგცემს შერკინებისა!”

განშორდა ღმერთი დაბნეული, დარდმორეული.

ირისმა ბრბოდან გაიყვანა.

ტანჯვას ღვთაება

სულ მიებნიდა, დაცაეჭკნო მშვენება მისი.

355 ბრძოლის გნიასში შეამჩნია ღმერთი არესი,

მის შუბს და მერანს გარს წყვდიადი შემოხვეოდა,

ძმის წინ მუხლებზე დაემხო და გულამხვინჩვით

ეტლსა და ცხენებს სთხოვდა ოქროსმოსართავიანს.

”ძმავს საყვარელო! მომაშველე სწრაფად ცხენები,

360 ვინძლო ოლიმპოს მივაღწიო, უკვდავთ საცხოვრისს,

ჭრილობა მტანჯავს საშინელი, დამჭრა მოკვდავმა

ტიდიდმა, ის ხომ თვით მამა ზევსს შეერკინება!”

არესმა მისცა ცხენნი ოქროს ავჟანდიანნი.

ეტლზე ავიდა გულმწუხარე, ირისიც აჰყვა,

365 მტკიცედ ეჭირა სადავენი ღვთაებას ხელში,

შოლტი უცხუნა და მორჩილად გაფრინდნენ რაშნი.

მსწრაფლ მიაღწიეს ოლიმპოს თხემს, ღმერთთა საცხოვრისს.

ირისს ფერხთ ქარი შედგომოდა, შედგა ღმერთქალი,

ცხენნი გამოხსნა, ამბროსია და საზრდო მისცა.

370 ხოლო კიპრისი მყის დაემხო დედის მუხლებთან,

დიონემ გულში ჩაიხუტა ტურფა ასული,

ნაზად ეფერა და მიმართა ალერსიანად:

”ვინ გიმტრო, შვილო, რომელ უგნურ ზეციერს სურდა

შენი ცრემლები, თითქოს ავი რამ ჩაგედინოს”

375 ამოიოხრა აფროდიტემ, ღმერთმა ღიმილის:

”ძალგულოვნება დიომედემ, დამჭრა, ტიდიდმა,

ბრძოლის ველიდან ენეასი როცა გამყავდა,

ძე სანუკვარი და ყველაზე უსაყვარლესი.

განა ტროელთა და აქაველთ ბრძოლა მძვინვარებს,

380 ახლა დანაელთ თვით ღმერთებზე აღმართეს ხელი!”

99

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!