30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მკერდზე ეფარა ვეება წრე ბაკმული ფარის,

ტყავგადაკრული, მოჭედილი უხვად სპილენძით.

805 თავზე ჩაჩქანი ერხეოდა შუქმომფინარე,

ფარშემართული ყოველ ფალანგს ემუქრებოდა,

ყველგან ბედს სცდიდა, ვინძლო რიგი გავარღვიოო.

მაგრამ ვერსაით ვერ აკრთობდა სულს აქაველთა.

გამოიწვია აიანტმა, წინ გამოჭრილმა:

810 ”აქ მო, ტიალო! რა შორიდან გვაფრთხობ არგიველთ,

ომის საქმეში უმეცარნი არც ჩვენ გახლავართ!

ჩვენ მხოლოდ ზევსის საშინელმა ძალამ დაგვრთგუნა.

გულში იმედი გიკიაფებს, ალბათ, რომ დღესვე

დალეწავ გემებს, მაგრამ ჯერ ხომ გვიჭრის მარჯვენა!

815 უფრო ცხადია, რომ გოდლედი თქვენი ქალაქის

ჩვენს ხელთ იქნება, გასწორდბა უმალ მიწასთან!

მე შენ გიცხადებ, შორს არ არის დღე, როს ლტოლვილი

შეევედრები მამა-ზევსსაც და ყველა უკვდავს,

ქორ-შევარდენზე უსწრაფეს-ყონ მარდი ცხენები,

820 თვალს რომ მოსწყდები, ააყენებ მტვრის კორიანტელს!”

ამას ამბობდა, როს ანაზდად მარჯვნივ იხუვლა

არწივმა, ერთხმად სასწაულით გამხნევებულმა

შესძახა ჯარმა. მაგრამ მტკიცედ გმირმა მიუგო:

”აბა, რას მიედ-მოედები, ზვაობა ამაოდ!

825 ნეტავ ისევე უეჭველად ვიყო ძე ზევსის,

მარად ცოცხალი და დედოფალ ჰერას შობილი,

განდიდებული, ვით ათენა და აპოლონი,

როგორც ის არის უეჭველი, რომ არ აგცდებათ

დაღუპვა ყველას, შენც მათ შორის, თუ გამიბედავ,

830 შემოეფეთო ჩემს შუბს! იგი გაგიპობს სხეულს!

უდაბნოს ფრინველთ და ტროელთა ძაღლებს გააძღებ

მაგ შენი გვამით, აქაველთა გემთან ძლეული!”

ასე უთხრა და წინ გაიჭრა, საზარ ყიჟინით

მიჰყვა მხედრობა, მხნედ შესძახა უკანა რაზმმაც,

835 იქუხა სპამაც არგიველთა, არა ჰკარგავდა

გულის სიმტკიცეს და ელოდა ტროელთა დარტყმას.

ხმამ ერთობლივმა მიაღწია ეთერს, ზევსის შუქს.

ქება მეთოთხმეტე

ზევსის მოხიბლვა

ხმამ შეაშფოთა მხნე ნესტორიც კარავში მყოფი,

231

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!