30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ოცი კარდალა მოლაპლაპე, თორმეტი ცხენი

ფეხმარდი, მძლავრი, მარულაში გამრჯვებული,

125 მართლაც მდიდრულად იცხოვრებდა, გაუჭირვებლად

კაცი, რომელსაც ექნებოდა იმდენი ოქრო,

რამდენიც ჯილდოდ მოიპოვეს ჩემმა ცხენებმა!

ხელგარჯილობით განთქმულ შვიდ ქალს ვუძღვნი უბიწოს,

ლესბოსს პელიდი რომ დაესხა, მაშინ ვიგულე

130 ჩემად ისინი, ქალთა მჯობნი მშვენიერებით.

მე მათთან ერთად დავუბრუნებ, ვინც წამიგვრია -

ბრესის ასულსა, და შევფიცავ დიად ზენაარს -

მის სარეცელზე არ ავსულვარ, არც შევხებივარ,

როგორც სჩვევია მოკვდავთ შორის კაცსა და დიაცს.

135 მიიღებს ამას ყოველივეს და კიდევ, ოდეს

დაგვამხობინებს ღმერთი ტროას პრიამოსისა,

ოქრო-სპილენძით ხომალდები გაავსოს თვისი,

ნახოს, ვით გავჰყოფთ აქაველნი საბრძოლო ნადავლს.

ტროელ ქალთაგან, ვინც გულს უნდა, ის აირჩიოს,

140 ელენეს გარდა, არგიველის, მშვენთა მშვენისა.

თუ მივალთ არგოსს, აქაველთა კეთილ მხარეში,

სიძედ გავიხდი, გავუტოლებ ჭაბუკ ორესტეს,

ერთადერთ ჩემს ძეს, ფუფუნებით შობილს და ნაზარდს.

მშვენიერ სახლში სამი ტურფა ასული ჰყვავის -

145 ქრისოთემისი, ლაოდიკე, იაფიანასა.

გულის საამოდ ვინც ეგულვოს, ძღვენიც არ მინდა,

იეს შეირგოს, წაიყვანოს პელევსის სახლში.

მზითევს კი ისეთს მივცემ, არვის რომ არ ხვდომია.

შვიდს აყვავებულს და ხალხსავსე ქალაქს ვუბოძებ:

150 უხვ კარდამილეს, ამწვანებულს ჰერეს, ენოპეს,

უსაჩინოეს ფერას, ველზე გაშლილ ანთეას,

პედასს, მტევნებით მთლად დახუნძლულს და აიპეას -

ესაზღვრებიან ეს ზღვისპირა ქალაქნი პილოსს,

იქ ცხოვრობს ხალხი საქონლით და ცხვრებით მდიდარი,

155 მას რომ დოვლათით განადიდებს, როგორც ღვთაებას

და კვერთხის მფლობელს გადაუხდის ხარკს აურაცხელს.

ამას ვიქმ ყოველს, შეგვირიგდეს ოღონდაც გმირი!

მხოლოდ ჰადესი არა ცნობს ზავს, მაგრამ ჰადესი

ყველაზე მეტად სძულთ ღმერთებსაც და მოკვდავებსაც.

160 უნდა დამითმოს! მას ეს მართებს: ძალაუფლებით

და ასაკითაც მეტი ვარ და ვამაყობ კიდეც!”

ატრიდს მიგო მყის ნესტორმა გერენიელმა:

”სახელგანთქმულო აგამენონ, ხალხთა მეუფევ!

ძღვენს სათაკილოს არ სთავაზობ ფეხმარდ აქილევსს!

165 მაშ, კარგი, ახლა მოციქულნი გავგზავნოთ ჩქარა,

რჩეულნი გმირნი აქაილევსის კარავს მიადგნენ.

153

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!