30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ასე ამბობდა და სატირლად აღაგზნო ყველა.

ასე მოუსწრო სპას ეოსმა ვარდისთითებამ

110 ბედკრულის გვამთან. სისხამ დილით აგამემნონმა

ბევრი მებრძოლი და ჯორები ხე-ტყის საზიდად გაუშვა.

მათვა გაჰყვა მოყმე კეთილშობილი,

იდომენევსის შინაკაცი, მხნე მერიონე.

ხელში ცულებით, დახვეული თოკით მებრძოლნი

115 ჭალას წავიდნენ. წინ ჯორები ციცაბო კლდიდან

კვლავ ციდაბოზე ოკრო-ბოკროდ გადადიოდნენ.

უხვნაკადიან იდეს ტყიან ბორცვებთან მისულთ

ცულებით უწყეს ჭრა წიფელებს ცად ასვეტილებს.

აქეთ და იქით ხე ცვიოდა ლაწან-ლაწანით.

120 მორებად დაჭრეს, ჯორს აკიდეს აქაველებმა,

ფლოქვებით თხრიდნენ სახედრები მიწას აყალოს,

ბუჩქების გავლით მინდვრისაკენ მიისწრაფოდნენ.

ყოველ შეშისმჭრელს მძიმე მორი მოჰქონდა ასე,

რადგან უბრძანა მერიონემ, ბრძენმა მეაბჯრემ.

125 იქ დაახვავეს, აქილევსმა სადაც ინება

პატროკლესათვის და თავისთვის აღმართვა ბორცვის.

ურიცხვი ხე-ტყე რომ დაყარეს, იქვე ჩამოსხდნენ.

ხოლო ფეხმარდმა აქილევსმა უბრძანა მაშინ

ბრძოლის მოყვარე მირმიდონელთ, ყველას სასწრაფოდ

130 აესხა რვალი, შეეკაზმა ეტლი და ცხენი.

ისინიც მალე აღიჭურვნენ აბჯარ-ბექთარით.

ეტლზე ავიდნენ მებრძოლნი და მეეტლეები.

მიჰყვა ცხენოსნებს ქვეითი სპა აურაცხელი.

მიასვენედნენ მეგობრები პატროკლეს ცხედარს,

135 მთლად დაეფარათ მოკლულისთვის მიძღვნილი თმებით.

უკან აქილევსს თვით ეჭირა მეგობრის თავი,

მიაცილებდა მას ჰადესის სავანისაკენ.

როცა მიადგნენ გმირის მიერ დანიშნულ ადგილს,

დაბლა დაუშვეს სარცელი. ცეცხლი დააგზნეს.

140 სხვა აზრი მაშინ მოუვიდა ფეხმარდ აქილევსს:

კოცონთან დადგა, მოიკვეცა ქერა კულული,

სპერქეიოსს რომ ბავშვობიდან უზრდიდა გმირი,

ღვინისფერ ზღვისკენ გაიხედა, შესძახა ოხვრით:

”ო, სპერქეიოს! ამაოა პელევსის აღთქმა!

145 იგი დაგპირდა, სამშობლოში დაბრუნებულ შვილს

რომ თმებს შეჭრიდა, მოგიძღვინდა. ჰეკატომბესაც,

ვერძს ორმოცდაათს შეგწირავდა წყაროსთან, სადაც

ჭალა გეგულვის და ბომონი სურნელოვანი.

ამას დაგპირდა, მაგრამ ლოცვა არ შეუსრულე:

367

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!