30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მხოლოდ, მეათე დღეს დამარხეს ღმერთებმა მკვდრები.

გლოვით მაშვრალმა დედამაც კი ინება საზრდო.

ახლა ის არის სიპულოსის უდაბურ მთებში,

615 სადაც, ამბობენ, ნიმფებს უყვართ მღვიმე, როს ცეკვით

აქელოიოს ნაკადებთნა გულს იჯერებენ.

იქ სატანჯველი სწვავს ნიობეს, ღვთისგან ქვად ქცეულს.

ჩვენც, ღვთაებრივო მეფევ, გვმართებს მივიღოთ საზრდო,

ძის დატირებას მოესწრები, როს მიასვენებ

620 ტროაში, უხვად დაიღვრება ცხარე ცრემლები”.

თქვა და წამოდგა.

თვითონ დაკლა თეთრმატყლიანი

ცხვარი და ოთხში ამოიღეს, როგორც წესია,

წვრილ-წვრილად დაჭრეს მეგობრებმა, შამფურს ააგეს,

ღადარში წვავდნენ. გადმოიღეს შემდეგ მწვადები.

625 ავტომედონტმა პური დასდო ტაბლაზე ხონჩით,

გაუნაწილა აქილევსმა მეინახეებს.

ხელი მაშინვე გაუწვდინეს მორთმეულ საზრდოს

და როს იჯერეს გული თვისი სმითა და ჭამით,

დიდხანს უმზერდა პრიამოსი გაოცებული

630 პელიდს, ლამის თვით ღმერთიაო, ეჩვენებოდა.

ასევე იყო აქილევსიც გაკვირვებული

მოხუცის სათნო სახითა და საამო სიტყვით.

ერთ-ურთის ცქერა მათ სიტკბოს და სიამეს ჰგვრიდა.

ბოლოს მიმართა პრიამოსმა ფეხმარდ აქილევსს:

635 ”ზევსის რჩეულო, უკვე დროა და ნება მომეც

ცხოველმყოფელი ძილით დავტკბე შენს სავანეში.

მე ჯერ ხომ თვალი ერთი წამით არ მომიხუჭავს,

მას აქეთ, ჩემი ბედკრული ძე რაც გამომძალე!

იმ დღიდან გლოვას და ულეველ დარდს მივეც თავი,

640 ხშირად ღობესთან სადმე შმორში მივეგდებოდი. . .

ახლა გეახელ მხოლოდ საზრდოს, შუშხუნა ღვინოს

და ერთი ლუკმაც არ ჩამსვლია პირში აქამდე”.

ასე თქვა.

გმირმა უთხრა მოძმეთ, მონა-ქალებსაც,

რომ აივანზე სარეცელი გაეწყოთ ორი.

645 ქვეშ ძოწეული, ზედ ხალიჩა, შალის საბანი

გადაეფინათ, რომ მოხუცებს არ შეცივნოდათ.

ანთებულ კვარით გამოვიდნენ მონა-ქალები

და აივანზე გაამზადეს ორი საწოლი.

პრიამოსს უთხრა აქილევსმა მაშინ ხუმრობით:

650 ”ჩემთან იძინე, საყვარელო სტუმარო ჩემო,

მაგრამ არ მოგკრან თვალი სადმე აქაველებმა, -

აქვე კარავში გროვდებიან ხოლმე მბჭობელნი.

401

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!