30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მისადგომებთან. ამ წლების განმავლობაში გმირთაგმირი აქილევსი ბერძენთა მხედრობაში იმყოფება,

მაგრამ ტროა აუღებელი რჩება. ახლა განრისხებული აქილევსი თავისი რაზმითურთ გაცილდა

ბერძნებს, ბერძნებს დააკლდათ ბრძოლის ბურჯი - აქილევსი და მასთან ერთად 2 500 მამაცი მეომარი.

ჯერ ესეც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბრძოლის ბედი ტროელებისაკენ გადაიხაროს. ამას ემატება ის

უბედურებაც, რომ ზევსი აქილევსის შეურაცხყოფის გამო შურისძიების გზას ადგას და ტროელებს

ეხმარება. მაშასადამე, ბერძენთა განადგურება გარდაუვალი ჩანს. ამიტომ ჰომეროსი სხვადასხვა

ხერხით ცდილობრ რამენაირად გაახანგრძლივოს ბერძენთა უძლეველობა, აჩვენოს მათი შეუდრეკელი

ბრძოლა და აამაღლოს ავტორიტეტი. პირველ ყოვლისა, საჭიროა ზევსის შეჩერება. მისი ერთი ჭექა-

ქუხილიც საკმარისია, რომ ბერძენთა მხედრობა განადგურდეს.

ზევსი პოემის პირველსავე სიმღერაში პირობას აძლევს აქილევსის დედას თეტისს, რომ შურს

იძიებს აქილევსის შეურაცხყოფისათვის, მაგრამ ავტორი განგებ აფერხებს ზევსის მოქმედებას. ზევსი

რომ მაშინვე ამოქმედდეს, ავტორს დროც არ დარჩება ბერძენთა მამაცობის ასასახავად. პოეტი

დაწვრილებით აღწერს ბერძენი გმირების მამაცობას: ისინი უაქილევსოდაც იოლად გადიან.

დიდი სიყვარულით მოგვითხრობს ჰომეროსი V ქებაში გმირობას ბერძენი დიომედესი,

რომელიც თვით ღმერთებსაც არ ერიდება: დაჭრის აფროდიტეს და ბრძოლის ღმერთ არესსაც (V, 350

და შმდ.;855-865). მაგრამ აფროდიტეს დაჭრის შემდეგ აქაველებს აფრთხილებს, როცა ჰექტორის

ზურგს უკან არესს შენიშნავს:

უკვდავ ღმერთებთან შერკინება არავინ გაბედოს!

(V, 606)

ამის შემდეგ დიომედეს ჰყოფნის ძალა, რომ ათენას ჩაგონებით არესს შეებრძოლოს. შემდეგ

ქებაში კი დიომედე ეუბნება ტროელ გლავკოსს:

თუ უკვდავი ხარ მოვლენილი მაღალ ზეციდან,

იცოდე, ღმერთებს მე არასდროს შევერკინები!

(VI, 128-129)

ამ აზრს ერთხელ კიდევ იმეორებს დიომედე:

ნეტარ ღმერთებთან არა, არ მსურს მე შერკინება!

(VI,141)

წინააღმდეგობა აშკარაა. წინააღმდეგობას ავტორი ვერ იცილებს იმით, რომ აფროდიტე და არესი

დიომედემ ათენას ჩაგონებით დაჭრა. აქაც, როგორც ბევრგან სხვაგან, ღმერთის ჩაგონება მხოლოდ

მხატვრულ ხერხს წარმოადგენს გმირში მომხდარი სულიერი ბრძოლის აღსანიშნავად. ესეც რომ არ

იყოს, ღმერთებთან შერკინების ფაქტი უკვე მომხდარია და დიომედეს არ შეუძლია არ აღიარსო იგი,

როცა ამბობს - ნეტარ ღმერთებს არ ვებრძოლებიო, მაგრამ იგი ხომ ებრძოდა! რამ გამოიწვია

წინააღმდეგობა უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ დიომედეს განდიდებისა და თვით აქილევსზე

მაღლა დაყენების ცდამ. ავტორის სურვილზე, რომ ბერძენი გმირების ავტორიტეტი აამაღლოს და

რამდენადმე შეამსუბუქოს აქილევსის უმოქმედეობის, ჩვენ მეტსაც ვიტყოდით, მტრული მოქმედების,

დამღუპველი შედეგები, ცხადად მიუთითებს აიანტის სიტყვა, რომლითაც იგი ბრძოლის წინ

მიმართავს ჰექტორს:

ჰექტორ, დღეს ნახავ, პირისპირ რომ შემერკინები,

დანაელთ შორის სხვა გმირები როგორი გვყვანან -

ფალანგთმნგრეველი აქილევსის, ლომგულის გარდა!

(VII, 226-228)

ნათელია ავტორის განზრახვა: მას უნდა, რომ აქილევსის, მირმიდონელი აქილევსის, დიდებამ

არ დასცეს აქაველი გმირების ავტორიტეტი.

როგორც აღვნიშნეთ, ზევსი ჯერ კიდევ უმოქმედოდ არის, რადგან აქტიურობით ხელს

შეუშლიდა ავტორს განსაზღვრული მიზნის განხორციელებაში. უფრო მეტიც: ბრძოლის ველზე

გამოდიან სხვა ღმერთები - ჰერა, ათენა, არესი, აფროდიტე, აპოლონი და ზევსი კი იმის ნაცვლად, რომ

მიცემული პირობა შეასრულოს, უცნაურად იქცევა. მაგალითად, არესი, რომელიც ტროელებს

24

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!