30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

300 ცბიერად უთხრა დედოფალმა ჰერამ მეუფეს:

”მივდივარ, რათა მოვიხილო მიწის სამანთან

მშობელი ღმერთი ოკეანე, დედა ტეთისი,

მათ გამომზარდეს, სათნოებით თავს მევლებოდნენ.

მინდა ვეწვიო, რომ სასტიკ შუღლს მოვუღო ბოლო.

305 დიდიხანია საქორწინო საწოლს და ხვევნას

განრიდებიან უკვდავები, მტრობა ღრღნის მათს სულს.

აქ მყავს მერანნი წყალმრავალი იდას მთის ძირას,

მე მიმელიან, გადიფრენენ ზღვასა და ხმელეთს.

მაგრამ მოვედი და გეახელ ოლიმპოს თხემზე,

310 რისვხას ვერიდე, არ მინდოდა შენს უნებურად

ნაკადთა მფრქვეველ ოკეანეს მღვიმეს ვწვეოდი”.

მყისვე მიუგო ჰერას ზევსმა ღრუბელთმარეკმა:

”ნება შენია, მოესწრები წასვლას შემდეგაც.

ახლა კი დავწვეთ, კვლავ ვიგემოთ ტრფობის ალმური.

315 ასეთი ტრფობა არც ქალღმერთის, არც ქალწულისა

გულს არ მდებია, სული ასე არ აღმგზნებია

არც მაშინ, როცა იქსიონეს ცოლი მიყვარდა

რომელმაც შობა პერითოოს, სიბრძნით ღვთის სწორი,

ან აკრისიეს ქალს დანაეს როცა ვეტრფოდი,

320 რომელმაც შობა პერსევს, მოყმე სახელოვანი.

ასე არ ვთრთოდი, როცა ვფლობდი ფენიქსის ასულს,

(ვინც შვა მინოსი, ღვთაებრივი რადამანთოსი),

არც როს სემელე და ალკმენე მესვა თებეში

(ალკემენემ შვა მძლე ჰერაკლე დიდსულოვანი,

325 სემელემ შობა დიონისე, კაცთა სიამე),

არც როს ვეტრფოდი თვით დემეტრეს - დალალმშვენიერს,

ლეტოს, მომხიბვლელს, ან თვით შენ, ჰერავ ღმერთქალო!

დღეს შენ აღმანთე და აღმავსე ტკბილი წადილით!”

ცბიერად უთხრა დედოფალმა ჰერამ მეუფეს:

330 ”ო, კრონიონო საშინელო, რა სიტყვას ბრძანებ

გინდა აქ დავწვეთ, სიყვარულის სიტკბოს მივეცეთ

აქ, იდას თხემზე, საიდანაც ჩანს ყოველივე

რა გველის მაშინ, რომელიმე ღმერთმა თუ გვნახა

ჩახუტებულნი და ყველა ღმერთს უამბო ღვარძლით

335 როგორ გავბედავ, სარეცლიდან როცა ავდგები,

შინ დაბრუნებას, სად გამოვყო სირცხვილით თავი

მაგრამ თუ შენს სულს ეამება, რასაცა ბრძანებ,

გაქვს სამთიბიო, საყვარელმა ძემ რომ შეგიმკო -

კოჭლმა ჰეფესტომ, კარს მოარგო საკლიტურები.

340 იქ დავწვეთ, როცა მოსვენებას ისრუვებ, ღმერთო!”

ჰერას მიუგო მყისვე ზევსმა ღრუბელთმარეკმა:

”მენდე, ვერც ღმერთი, ვერც მოკვდავი თვალსაც ვერ მოგვკრავს,

239

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!