30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ხალხი, რომელიც თავის თავს პელაზგებს უწოდებდა, ან ბერძნები თვლიდნენ მათ პელაზგებად და

ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ ”ბარბაროსულ”, ე.ი. არაბერძნულ ენაზე. ჰეროდიტეს ცნობა

ფრთხილია, იგი არ არის კატეგორიული იმიტომ, რომ ჰეროდოტემ დანამდვილებით არ იცის, მისი

თანამედროვე პელაზგები ძველი პელაზგების უშუალო შთამომავლები არიან თუ არა. და სწორედ ეს

სიფრთხილე კიდევ უფრო სანდოს ხდის მის ცნობას და გვარწმუნებს, რომ ისტორიკოსის ყურმოკრულ

ამბებს კი არ გვიყვება, არამედ გვამცნობს, რაც ნამდვილად იცის.

ჰომეროსის ”ილიადას” განსაზღვრავენ როგორც პოემას აქილევსის რისხვის შესახებ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ, როგორც ქვემოთ დავრწმუნდით, გმირი, რომლის რისხვის თემაზეა

აგებული მთელი პოემა, არ არის ბერძენი, პელაზგია.

არ შეიძლება აიხსნას უბრალო პოეტური კაპრიზით ის გარემოება, რომ აქილევსი ”ილიადაში”,

გარდა თითო-ოროლა გამონაკლისისა, იხსენიება პალაზგად. იგი ზოგჯერ ისევეა მოხსენიებული,

როგორც რომელიმე სხვა ბერძენი გმირი, სახელდობრ - აქაველად, მაგრამ ყველგან ეს სახელწოდება

აღნიშნავს იმას, რომ აქილევსი თავისი რაზმით, რომელიც 2 500 მეომარს ითვლიდა, ბერძენთა

მხედრობაში შედიოდა, მის ნაწილს წარმოადგენდა და სრულებითაც არ მიუთითებს მის ბერძნულ

წარმოშობაზე. ასე, მაგალითად, აქილევსის ძმობილს, პელაზგ პატროკლეს აქაველს უწოდებს

მენელაოსი: ”აქაველთა შორის უმამაცეს მოყმეს, პატროკლეს ბოლო მოეღო” (XVII, 689-690). მაგრამ

ისიც უნდა ითქვას, რომ აქაველთა შორის უმამაცესი შეიძლება არააქაველიც იყოს. ამავე აზრით ამბობს

აქილევსიც თავის თავზე: ”იგრძნოს ატრიდმაც ქედმაღალმა - რა დააშავა, რომ შეურაცხყო

გულუმხნესი აქაველთ შორის” (I, 411-412). მაგრამ, როცა საჭიროა წარმომავლობაზე ლაპარაკი, მაშინ

აქილევსი პელაზგად ან მირმიდონელად იხსენიება (მაგ. II, 681-684, IX, 652 და სხვა). ზოგჯერ კი

”მირმინდონელი” ისევე უპირისპირდება ”აქაველს”, როგორც ტროელთა მოკავშირე ”ლიკიელი” –

”ტროელს”: ”ტროელთ, ლიკიელთ, მირმინდონელთ და აქაველებს” (XVI, 564). ასე არიან ამ ტაეპში

დაწვრილებულნი მეომარი მხარეები და მათი მოკავშირენი.

ჩვენს ყურადღებას იპყრბს ”ილიადას” II ქება, სახელდობრ, ის ნაწილი, სადაც ჩამოთვლილია

ბერძენთა, მათ მოკავშირეთა (პელაზგთა), ტროელთა და ტროელების მოკავშირეთა რამზები. პოემის ამ

ანწილს ეწოდება ”ხომალდთა კატალოგი”. მკითხველი მოელის, რომ გმირი, რომელზედაც

დამოკიდებულია პოემის სიუჟეტის განვითარება, რომლის რისხვის თემას ეძღვნება ნაწარმოები,

მოხსენიებული იქნება ბერძენთა სიაში. მაგრამ ჩვენ აქილევსს ბერძენთა სიაში ვერ ვპოულობთ. როცა

ავტორი ჩამოთვლის აქაველთა რაზმებს, მათი ხომალდების რაოდენობას, სულ 20 რაზმს, ტროაში რომ

ჩამოჰყოლია 866 გემს, გვაცნობს მათს მეთაურებს და სამშობლო მხარეს, საგანგებოდ გვაუწყებს:

ახლა ვუმღეროთ პელაზგიკურ არგოსში მცხოვრებთ,

ალოსს, ალოპეს, ტრექისს და ფთიას რომ ფლობენ.

ლამაზ ქალებით სახელგანთქმულ ჰელადის მკვიდრებს

ჰქვიათ ჰელენნი, აქაველნი, მირმიდონელნი.

მათს ორმოცდაათ გემს აქილევს მეთაურობდა.

(II, 681-684).

სიტყვა ”ახლა” ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ ავტორი ერთ საქმეს მორჩა, ჩამოთვალა ბერძენთა

რაზმები და იწყებს სხვა საქმეს, მათს მოკავშირეებზე ლაპარაკს, რომელნიც ”პელაზგიკურ არგოსში”

ცხოვრობენ. ჩამოთვლილია 9 რაზმი, რომელნიც სულ 311 გემს ჩამოჰყვნენ და მათი მეთაურები:

აქილევსი, პროტესილაოსი (იგი იყო ტროის ომის პირველი მსხვერპლი და რაზმს მის ნაცვლად

უმცროსი ძმა პოდარკე ხელმძღვანელობდა), ევმელოსი, ფილოკტეტე (იგი ტროაში მხედრობას ვერ

ჩამოჰყვა და მის ნაცვლად რაზმს მედონი მეთაურობდა), პოდალეიროსი, მახაონი, ევრიპილოსი,

პოლიპოიტე, ლეონტევსი, გუნევსი, პროთოოსი. გარდა მეთაურთა, პოემაში გვხვდება სხვა

მირმინდონელი გმირების სახელებიც - პატროკლე, ავტომედონტი, ალიმედონტი და სხვანი.

შემდეგ ავტორი გვაცნობს ტროელთა მხედრობას, რომელსაც ჰექტორი მეთაურობს და მათს

მოკავშირეებს. საინტერესოა, რომ ტროელთა მოკავშირეებს შორის პელაზგებიც არიან:

ჰიპოთოოსი მოუძღოდა შუბოსან პელაზგთ,

უხვნაყოფიან ლარისაში დასახლებულებს.

(II, 840-841).

ტროელთ მოკავშირენი არიან აგრეთვე ქართველური ტომი - ხალიბები:

17

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!