30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

100 აგამენონმა ტყავკაბა და კვართი გააძრო.

შემდეგ მიეჭრა ანტიფოსს და ისოსს ჯიქურად -

პრიამოსის ძეთ - ერთს საკუთარს და ერთს ნაბუშარს.

ეტლსა მართავდა ბუში, ხოლო გმირი ანტიფოს

გულმხნედ იბრძოდა. ამასწინათ აქილევსს ძმები

105 შეეპყრა, როცა ცხვრებს მწყემსავდნენ იდას კალთებზე,

წკნელით შეეკრა, მაგრამ საზღოს ფასად გაეშვა.

ახლა ისინი ატრევსის ძემ დასცა ძლიერმა,

ზედ ძუძუსთავთან გაუყარა ოროლი ისოსს,

ხოლო ანტიფოსს ორლესული ჩასცხო ყვრიმალში,

110 სწრაფად ახადა მშვენიერი ბექტარი მოკლულთ

და გაახსენდა: აქაველთა გემთან ენახა,

როს იდას მთიდან მოიყვანა ტყვენი პელიდმა.

ლომი უმწეო ირმის ნუკრებს რომ დააცხრება,

საზარ კბილებით ბუნაგისკენ მყის გააქანებს,

115 ჭანგებით დაფლეთს, ნორჩ სიცოცხლეს მოსტაცებს ბედკრულთ.

რაც უნდა ახლოს იყოს დედა, ვეღარ უშველის,

რადგან მის გულსაც შიშის თრთოლვა დაუფლებია:

წყვდიად ჭალაში, ხშირ ბუჩქებში მიქრის ფეხმარდი,

ოფლი სდის ღვარად და გაურბის ნადირს ულმობელს, -

120 ასე განწირულთ ხელი ვერვინ ვერ შეაშველა:

თვით გაურბოდნენ ტროელები მამაც არგიველთ.

შემდეგ კი მისწვდა პეისანდროსს და ჰიპოლოქოსს

თურმე მათ მამას - ანტიმაქოსს პარისისაგან

დიდძალი ქრთამი მიუღია და თავსა სდებდა,

125 რომ მენელაოსს არ მივცეთო ისევ ელენე.

ამ კაცის ორსავ ძეს მიეჭრა აგამენონი,

ისინი ეტლზე იდგნენ, ცხენებს მიაგელვებდნენ,

მაგრამ ბოლომდე აღარ შერჩათ ხელში სადავე.

ორივ დაიბნა და მივარდა ვით შმაგი ლომი

130 მებრძოლთ ატრიდი; საწყალობლად მათ შეღაღადეს:

”ატრევსის ძეო, ნუ დაგვღუპავ! მიიღე საზღო:

ბევრი განძი აქვს ანტიმაქოსს, ბევრი სპილენძი,

ბაჯაღლო ოქრო, ოსტატურად ნაჭედი რკინა.

ხალისით მოგცემს აურაცხელ განძს მამაჩვენი,

135 თუ ხმას მიაწვდენ, რომ აქველთ გემებთან გყავართ!”

ასე ევედრნენ შეწყალებას სათნო სიტყვებით,

მაგრამ პასუხმა არასათნომ შეზარა სმენა:

”ანტიმაქოსის ძენი თუ ხართ, რომელიც ტროელთ

ურჩევდა, როცა მათ ეწვია მენელაოსი

140 ელჩად ღვთაებრივ ოდისევთან ერთად მისული:

აქვე მოვსპოთო, არ გავუშვათ აქაველებთან, -

მაშინ ამ ბოღმას ღირსეულად მე გაზღვევინებთ!”

183

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!