30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ბოღმით აღივსნენ კადმოსელნი მოჯირითენი

და გაბრუნებულს იდუმლად ყრმა ორმოცდაათი

კვალში ჩაუდგა ორი მეფის მეთაურობით.

ესენი იყვნენ მაიონტი ჰაიმონიდი

395 და უძლეველი პოლიფონტი ავტოფონტის ძე.

მაგრამ ტიდევსმა მათაც ავი ხვედრი არგუნა:

ყველა დახოცა, ერთს აჩუქა სიცოცხლე მხოლოდ

შინ გააბრუნა მაიონტი ღვთაების ნებით

ასეთი იყო გმირი ტიდევს, მაგრამ ძე შეხვდა

400 ომში უმწეო, ბჭობაში კი მამაზე მჭევრი”.

ასე თქვა, მაგრამ დიომედემ არ უპასუხა,

რიდით ისმინა დასარიდალ მეფის ყვედრება.

ვერ მოითმინა ახოვანმა კაპანევსის ძემ:

”სიცრუეს ამბობ, თუმც სიმართლეც იცი, ატრიდო,

405 გვეამაყება, რომ მამებზე გულმხნესნი ვართ:

ზევსის იმედით შვიდბჭიანი თებეც დავლეწეთ,

თუმცა არესის გალავანთან მცირე სპა მოგვყვა,

ღვთის სასაული გვწამდა, ზევსის გვქონდა იმედიც.

ჩვენი მამები უგუნურებას გადაჰყვნენ მხოლოდ.

410 მამათ დიდებას ჩვენს დიდებას ნუ შეადარებ!”

რისხვით შეხედა დიომიდემ და შეედავა:

”ჰაი დედასა!. . . იყუჩე და დამიგდე ყური!

მე ბრალს ვერ დავდებ, როს ატრიდი ასე აღაგზნებს

ლაშქარს საბარკულმშვენიერი დანაელების.

415 დიდება - ბელადს, თუკი ძლევენ აქაველები

ტროელთა ლაშქარს და ილიონს იავარყოფენ,

ვაებაც ბელად უნდა ერგოს, თუ დაგვამარცხეს!

გვიჯობს, ვისწრაფოთ, გავიხსენოთ ზნე სამამაცო!”

ბრძანა და მყისვე ძირს გადმოხტა მაღალ ეტლიდან,

420 დაიჟღრიალა იარაღმა და სამკერდულმა,

უმძლავრეს მტერსაც ძრწოლას ჰგვრიდა ბრძოლად გაჭრილი.

თითქოს მქუხარედ ეხეთქება ზღვა სანაპიროს,

ზვირთი ზვირთს მისდევს, ზეფიროსით აგორებული,

ზღვის შუაგულში აქოჩრილი, გრუხუნით კლდეზე

425 დაშლი-დაფშხვნილი, როს კლდის უკან ნელი ტყლაშუნით

ტალღა და ტალღა მარილიან ქაფს მოიყენებს.

ასე მიჰყვება დანაელთა ფალანგი ფალანგს,

ბრძოლად ისწრაფვის, ბელადების ბრძანება ისმის,

თვით მეომარნი კრინტს არ სძრავენ, საკითხავია -

430 ამდენ ხალხს მკერდში დახშობია ბგერა ყოველი

ჩუმად მიდიან და მორჩილად, აბჯარი ბრწყინავს

87

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!