30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ვერ მომიბრუნებს გულს ამითაც აგამენონი,

სულის ამომგდებ ბოღმას სანამ არ გამიქარწყლებს.

მე არ დავისვამ ცოლად ასულს თემისთავისა,

თუნდაც მშვენებით აფროდიტეს ედავებოდეს

390 და ხელოვნებით თვალმცეცხლია ქალღმერთ ათენას,

არა, არ მინდა! დე მოძებნოს სხვა აქაველი,

ვინც მას შეჰფერის, მეფურ ძალით ჩემზე მაღლა დგას.

თუკი ღმერთები დამინდობენ, შინ დავბრუნდები,

იქ გამირიგებს კეთილშობილ ქალწულს პელევსი.

395 ბევრი ქალია ჰელადაში, ლამაზ ფთიაში,

ციხე-ქალაქთა და ქვეყნებსი მეფეთ ასული,

მე შევიყვარებ რომელიმეს იმ ქალთა შორის!

ო, გულს სწყურია კეთილშობილს საყვარელ ქალთან

წმინდა კავშირი საქორწინო, მთელი ცხოვრება

400 მინდ ვიკმარო მონახვეჭი მოხუც პელევსის.

სიცოცხლეს რაღა შეედრება! - არც ეს სიმდიდრე,

რითაც ჰყვაოდა ილიონ გალაღებული,

მშვიდობიან დროს, აქაველთა შემოსევამდე,

არც განძი, სალი კდლის კამარა რომ ეფარება

405 პითოსს, სხივოსან აპოლონის დიად ტაძარში!

შეიძენ ყოველს: ხარებს, ცხოვარს ვერცხლისმატყლიანს,

მშვენიერ ცხენებს დარახტულეს, ოქროს სამფეხებს,

მაგრამ სულს როდი დაიბრუნებ, სულს ვერ მოიხვეჭ,

ვეღარ დაიჭერ, თუ ბაგიდან ერთხელ გაფრინდა.

410 დედამ ვერცხლისფერმუხლიანმა მაუწყა ასე:

ორი რამ ხვედრი მიმაცილებს საფლავის ზღურბლთან:

თუ დავყოვნდები ტროელთ ციხის დასალეწავად,

შინ ვეღარ წავალ, სახელი კი ჩემი დარჩება,

თუ დავბრუნდები შინ, ვეწვევი საყვარელ მამულს,

415 სახელს ვერ ვპოვებ, სიცოცხლეს კი გავიხანგრძლივებ

და არ მეწვევა ავბედითი სიკვდილი ადრე.

ამასვე გირჩევთ ყველა თქვენგანს, შინ გაემგზავრეთ,

ვერ მოეწსრებით იავარქმნას ილიონისა!

შორით მქუხარმა კრონიონმა, ღრუბელთბატონმა

420 მფარველი ხელი დააფარა, ხალხს ძალა მისცა.

უკან დაბრუნდით, გადაეცით ყველა აქაველს,

ვით გმართებთ ელჩებს, გარუვალი ჩემი პასუხი.

დაე, თვითონვე უმჯობესი რამ მოიფიქრონ,

რომ იხსნან გემნი და ძლეული სპა აქაველთა

425 იმ გემთა გვერდით.

ხოლო რაცა აქამდე გსურდათ,

ის არ მოხდება, ჩემი რისხვა გარდუვალია!

აქ დარჩეს ჩვენთან ფოინიქსი და სამშობლოსკენ

წამოგვყვეს სწრაფი ხომალდებით სისხამ დილაზე,

თუკი ისურვეს, - სრულებითაც არ ვატან ძალას”.

159

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!