30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

395 ასე უთხრა და აუწეწა სული ელენეს. . .

მაგრამ როგორც კი შეამჩნია ქალმა ქალღმერთის

მკერდი ქათქათა, ელვარება ვნებიან თვალთა,

ასე მიმართა აფროდიტეს ელდაცემულმა:

”ოი, სასტიკო! კვლავ შეცდენა გწადია ჩემი

400 ან გსურს ხალხმრავალ, რომელიმე შორეულ ქალაქს,

ფრიგიისა და მეონიის ციხეს მიმგვარო

ვინმე საქმარო იქაც ხომ არ შეგირჩევია

მენელაოსმა დღეს რაკიღა სძლია პარისი,

სურს კვლავ ოჯახში დამაბრუნოს უღირსი ქალი. . .

405 რად მომევლინე ჩემთვის ისევ ავის მზრახველად

შენ თვითონ წადი შენს რჩეულთან, დათმე ღმერთები,

ნაზი ტერფებით აწ ოლიმპოს აღარ შეეხო,

ვნებით ეწამე, უალერსე, სანამ მოკვდავი

გიწოდებს მხევალს ან მეუღლეს!

ომის ველიდან

410 გაქცეულს აღარ ვეახლები! მრცხვენია კიდეც

გავიზიარო სარეცელი! ტროელ დიაცთა

დაცინვას სადღა გავექცევი მაკმარე ტანჯვა!”

რისხვით მიუგო აფროდიტემ, ზევსის ასულმა:

”ხმა გაიკმინდე, უბედურო! თორემ მე ძალმიძს

415 ისე უზომოდ შეგიძულო, როგორც მიყვარდი!

ორივე ხალხის მძვინვარებას შენკენ მოვმართავ

და არ აგცდება საშინელი სიკვდილი ხვედრად!”

თრთოლვა მოჰგვარა ამ სიტყვებმა მწყაზარ ელენეს.

ვერცხლებრ მბზინავი მოსასხამი წამოიხურა,

420 ქალთაგან ჩუმად გაჰყვა ქალღმერთს სასახლისაკენ.

მალე მიადგნენ სამთიობოს ალექსანდროსის.

ორი მხევალი მყის შეუდგა შინაურ საქმეს.

ჩუმად შევიდა კოშკში ქალი, მომჯადოებლად

მას უღიმოდა აფროდიტე. და სავარძელი

425 თვითონ აიღო, ქმრის წინაშე დაუდგა დიაცს.

დაჯდა ელენე, ფაროსანი ზევსის შობილი,

მეუღლეს თვალი მოარიდა და უთხრა ასე:

”ბრძოლის ველიდან ნეტავ მოსვლა არ გღირსებოდა

ჩემი ქმრის ხელით დალეწილს და განადგურებულს!

430 აკი ტრაბახით აგვიკელი - გმირ მენელაოსს

ორთაბრძოლაში დავჯაბნიო ძალით და შუბით

აბა წადი და ერთხელ კიდევ გამოიწვიე!

თუმცა, არ გირჩევ, გიჯობს სახლში იძინო მშვიდად

არ მიეკარო მენელაოსს ქერათმებიანს.

435 ასე უგნურად შერკინება აღარ გაბედო,

ძრწოდე, ოროლმა არ დაგძლიოს ვინძლო გმირისა!”

76

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!