30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

რომ უკვდავთ დასთან მიგორება თვით შეძლებოდათ

და უკან სახლში დაბრუნებაც აგრე საოცრთ

ამ სახით უკვე გაეჭედა. არ ჰქონდა ზოგ-ზოგს

მოხერხებული სახელური - სამსჭვალს არგებდა.

380 როს შემოქმედი ხორცს ასხამდა საქმეს ჩანაფიქრს,

იმ დროს შევიდა თეტის, ღმერთი ვერცხლისფეხება.

რა დაინახა, შეეგება ქალღმერთი ქარიტი

მშვენებით სავსე, ახალგაზრდა ცოლი მასპინძლის,

ალერსით ხელი ხელზე ჰკიდა და ტკბილად უთხრა:

385 ”თეტის, საბურვლით დაფარულო, მოსულხარ ჩვენთან,

საყვარელო და სასურველო! რა ძვირად გხედავთ!

მოდი, გვეწვიე გიმასპინძლებ, ტკბილო ღმერთქალო!”

ასე უთხრა და შეიყვანა სახლში თეტისი.

იქ დასვა ვერცხლის სამსჭვალიან ტახტზე ქალღმერთი,

390 ლამაზად მორთულ სავარძელზე კვარცხლბეკიანზე.

შემდეგ გასძახა სახელოვან ოსტატს ხმამაღლა:

”ჰეფესტო! მოდი, სათხოვარი ჰქონია თეტისს!”

ფეხკელოვანი ღმერთი მყისვე გაეპასუხა:

”მეწვია მძლავრი ქალღვთაება მარად დიადი!

395 მან ტანჯვისაგან მიხსნა, როცა დედის სურვილით

ზეცას მომწყვიტეს: უსინდისოს სურდა დამალვა

კოჭლი შვილისა. რა სიმწარე ჩემს გუშლი დუღდა,

სანამ მღიმეში არ მიმიღეს თეტისმა მაშინ

და ევრინომემ, ოკეანის ნაზმა ასულმა!

400 იქ სამკაულებს ვაკეთებდი ცხრა წელიწადი,

ბეჭდებს, თმის კავებს, ღილკილოებს თუ ყელსაბამებს.

ვიყავ მღვიმეში, ირგვლივ ქუხდა ღრმა ოკეანე

აქაფებული, მსწრაფლ მბორგავი, განუზომელი.

არც მიწისშვილი შემხვდა ვინმე არცა უკვდავი,

405 მხოლოდ თეტის და ევრინომე, ჩემი მხსენელები.

ახლა მეწვია შინ თეტისი! უნდა მივუზღა

გადარჩენისთვის ვალი ქალღმერთს ლამაზთმებიანს.

გაუმასპინძლდი, ჩემო ცოლო, მდიდრულ ნუგბარით,

მეც ახლავ მოვალ, ხელსაწყოებს ავაწყობ მხოლოდ”.

410 თქვა და მოშორდა გრდემლს ვეება და გამურული,

კოჭლი ღვთაება ძლივს ადგამდა ხეიბარ ფეხებს.

საბერვალს მოხსნა საბურავი, ხელსაწყოები

ერთად შეკრიბა, ვერცხლის სკივრში ჩააწყო ფრთხილად,

სველ მაწაწურით, გაიწმინდა ხელი და სახე,

415 კისერი, მკერდი ფაჩვნიერი, ქედი ძლიერი.

კვართი ჩაიცვა, კვერთხს დაეყრდნო, კარში გავიდა

ღმერთი აკლობით.

310

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!