30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ღრუბელთა შემკრებს ვადიდებდე, როგორ იქნება!

მაგრამ შენ წადი და ეწვიე ათენას ტაძარს,

270 ნელსურნელოვან საკმეველით ქალებთან ერთად,

უცხო სამოსი უმდიდრესი, ულამაზესი,

რაც გეგულება მეფის სახლში, რაც უფრო გიყვარს,

აიღე, მუხლზე დააფინე ქალღმერთ ათნას.

თორმეტი ხარი, ერთწლიანი, ლაღი მოზვერი

275 ტაძრად წაასხი საზვარაკოდ. ვინძლო გისმინოს,

ქალაქს მოხედოს, ქალებსა და უცოდველ ბალღებს,

წმინდა ტროიდან დიომედე ყოს ოტებული -

მძვინვარე გმირი, გასადევნად რომ გვეძალება.

საზღოსმოყვარე ღმერთის ტაძარს ეწვიე, დედავ!

280 მე კი პარისთან გეახლები, თუ გამიგონა,

ეგებ საომრად წავიყოლო.

ო, ნეტავ აქვე

მიწამ პირი ყოს, ჩაიტანოს! კრონიდმა შობა

ტროის, პრიამეს და მის შვილთა დასაღუპავად.

მას რომ ჰადესის ჯურღმულებში მოვესწრო შთანთქმულს,

285 ვგონებ, გულს ყველა სატანჯველი გადამეყრება!”

ასე ამბობდა. ჰეკაბემაც მოუხმო მსახურთ,

მათ მოიყვანეს ილიონის მანდილოსანნი.

დედა შევიდა სურნელოვან სრა-სასახლეში,

ტურფად ნაქარგი მოსასხამი შემოენახა,

290 სიდონელ ქალთა ნახელავი. ღვთაებრივ პარისს

მოუტანია, რა მოსულა ზღვით სიდონიდან,

როცა ელენე თან მოჰყავდა კეთილშობილი.

სხვათაგან ერთი შეარჩია ათენასათვის,

საუკეთესო, სინატიფით გამორჩეული,

295 როგორც ვარსკვლავი, მოციმციმე, შუქმოელვარე.

ტაძრად მივიდა და თან მიჰყვნენ მანდილოსანნი.

მიუახლოვდნენ ქალაქის კოშკს, ათენას ტაძარს,

კარნი განახვნა მათ წინაშე ტურფა თეანომ,

კისეს ასულმა, ცოლმა მხედარ ანტენორისა.

300 იგი ტროელებს აერჩიათ ღმერთის ქურუმად.

ხელნი აღაპყრეს, შეღაღადეს ვედრება ქალღმერთს

და ის სამოსი ქალ-ქურუმმა ტურფაღაწვებამ

მუხლზე დაუდო პირმშვენიერ ღმერთქალის ბომონს

და აღავლინა ლოცვა ზევსის ასულის მიმართ:

305 ”ომში ძლიერო ათენაო, ქალაქთმეოხო!

გადაუმსხვრიე დიომედეს ოროლი ბასრი

ჰქმენ ისე, რომ თვით დაენარცხოს სკაიას ბჭესთან!

აწ თორმეტ მოზვერს, თითოწლიანს, უღელდაუდგმელს,

ტაძრად მოვასხამთ საზვარაკოდ, ვინძლო გვისმინო,

310 ქალაქს მოხედო, ქალებსა და უცოდველ ბალღებს!”

119

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!